*** (ალბათ კვლავ მძინავს ..)


ალბათ კვლავ მძინავს, რადგან ამ სიზმარს არ უჩანს ბოლო,
ალბათ კვლავ მოვკვდი, რადგან მუქ ფერთა სხივებს ვხედავ მე მხოლოდ,
ალბათ დავეძებ გამოსასვლელს ლაბირინთიდან კვლავაც,
ალბათ დამთრგუნა მე შიშის სახემ და მისმა ხმამაც,
ალბათ წყეული ანგელოზის მოვხვდი მახეში,
ალბათ სრულდება თავისუფლების ურჩი თარეში,
ალბათ ბოლოა წამი, ჩემი ცხოვრების ბილიკის
ალბათ აჩრდილი მელანქოლიის ცისკენ მიილტვის,
ალბათ ამოშრა ეს ოკეანე უსაზღვრო ფიქრთა,
ალბათ საფლავებს მიაშურეს ფერებმა სხივთა,
ალბათ სინათლე გადაიქცევა მუდმივ წყვდიადად,
ალბათ მებრძოლნი თვით ჯოჯოხეთის აღსდგნენ დიადად.
ვინ იცის იქნე დედამიწაა სხვა პლანეტათა განსაწმენდელი,
ვინ იცის იქნებ სულაც არა ვართ ღვთიურ სიკეთის აღმსარებელნი,
და მსახიობთა წყეული დასია კაცობრიობა მხოლოდ,
აპოკალიფსიც სასაცილოა ასეთ ცოდვილთა ბოლოდ.
ვინ იცის იქნებ გაქრა საზღვრები რაღაც იმედის,
ვინ იცის იქნებ მონად ვიქეცით წყეულ დიდების.
რაღა დავარქვა გარდა ტკივილის მე ამ სამყაროს,
იქნებ ტკივლსა ძალუძს რომ იმედები კვლავ დაამყაროს,
და გაამყაროს ნაკუწ–ნაკუწ დაშილილი სული,
და დააწყნაროს ფეთქვით გამსკდარი ნატანჯი გული,
და დამავიწყოს გამონათქვამი ოდესღაც თქმული,
რომ ცხოვრებაა ნაცვლად სიკვდილის ყველაზე რთული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი