მე არ ვარ მეფე
მე არ ვარ მეფე. მით უფრო ქველი. არც ჯალათი ვარ, არც ბერი წმინდა. მხოლოდ რიგითი მგზავრი ვარ სოფლის, ვისაც კეთილი სიზმრები ხიბლავს. მე მზის და მთვარის და-ძმობის მჯერა. მჯერა განგების შეუვალ ნების. და მაინც ყოველ შემოდგომიდან ყვავილობისთვის დადგომას ველი. შორს მიხმობს სივრცე, ქარს ასდევს ფიქრი. მაოცებს ციდან ფანტელის ცვენა. შორს ჩემგან ყველა ცრუ გვირგვინები ამ წუთიერის პატივი ყველა აგერ ტოროლად სული მხდომია, ასდევნებია მიმინო კვალად გთხოვთ, ყველამ ერთად დამტოვოთ- ვინც კი ცალკ-ცალკე მაინც მიპირებთ ღალატს. თუმც არ ვარ მეფე, მით უფრო ქველი. არც ჯალათი ვარ, არც ბერი წმინდა. მე მყოფნის ჩემი რწმენა და ღმერთი სხვა თქვენი იყოს სხვა არც რა მინდა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი