* * *


მე შენ თილისმას გაგატან და
     კარგად იქნები.
ღამენათევი ოცნებები მზეს იხილავენ.
მე შენ  თილისმას გაგატან და 
     დაგელოდები,
შენთნ შეხვედრის მათხოვარი
      და... მოიმედე.
მე შენ თილისმას გაგატან და...
       მომენატრები,
მზესა და მთვარეს გამოვატან 
       უამრავ კოცნას.
მე შენ თილისმას გაგატან და
     შენთან დავრჩები.
დავუდარაჯებ შენს ძილ- ღვიძილს,
     არ მელი როცა...
მე შენ თილისმას გაგატან და
  კარგად იქნები.
დედის სიყვარულს და დიდ იმედს
   ჩემო პატარა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი