0 45

ცა ცისფერია


ცა ცისფერია
ზღვა ზღვისფერია.
და ფერთა გამის ეს ჰარმონია
გასაოცარად მშვენიერია.
თან თუ- 
ვარსკვლავნი ცას შეჰფენია...
ღამეა, ელავს.
ან გამთენია
ნამიან ბალახს სხივი ჰფენია
მზის სხივი-
ქარვად ანაფერია.
და შემსი ჰყვავის-
ფერთა აპრილი!.
კომენტარები (0)