გარ-და-ცვალება
საღამო იდგა ცისფრად ნაფერი,
და გვირილები ბაღში ჰყვაოდნენ,
მომსურვებოდა ზღვა სიყვარული
მომძალებოდა ბავშური ნატვრა-
რომ ცის ქვეშეთში,
მხოლოდ სიკეთე და უკვდავება
მზეობდეს კაცთა!
რაც შემდგომ მოხდა, ეს უკვე სხვაა
თუმცა ნამდვილი-ძლივსდასაჯერი.
მე განვიცადე გარდაცვალება-
არა სიკვდილი, არა გაქრობა.
ზე სიყვარულის აღმაფრენაში-
მარადისობის უცხო შეგრძნება,
სული...
სხეული...
შიში.
.იმედი...
გამთლიანება და გაორება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი