მონატრება
მე უშენობის არ მტოვებს განცდა,
დღემდე სასწაულს ცისგან მოველი.
ერთხელ რომ მოხდა-
გიხილეს თვალთა
გულმა შეიგრძნო ზღვა სიყვარული.
ო...დამიჯერე ზღვა ვერ დაიტევს,
მიწა მით უფრო- ცოდვის ბუდეა,
ის სულ სხვა იყო...
ის სულ სხვა არის
და სხვად დარჩება-
ეს მიხარია!
მიწა, სიცოცხლის არ ხარ მშობელი,
ნიადაგი ხარ ხორცის საზრდელად,
ერთადერთია სიცოცხლის წყარო,
მარადიული ერთადერთია.
ეს ჩემი სისხლი,
ეს ჩემი ხორცი.
ეს პირობითად ჩემი სხეული
ერთადფერთისთვის მინდა ფეთქავდეს,
ვიცოცხლო ,მიდა ერთადერთისთვის-
ჩემი, შენი, და მათი ღმერთისთვის!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი