მზეა თაკარა
მზეა თაკარა- მერე რა თუ შუაღამეა. მზეა თაკარა, ალაგ დღეა, ალაგ ღამეა. მზეა თაკარა, დარია და თან ავდარია. სულმა სხეული იუცხოვა- რამ გადარია. სამყაროს ფეთქვას ვაყურადებ - გულის რიტმს ვუსმენ. თვალს ვერ ვწყვეტ ზეცას- დედამიწა დედაა ჩემი. უსასრულობის სასრულ ზღვართან ოდესღაც ვიდექ, ვერაფერს მივხვდი. ვიპოვე და... დავკარგე კვალი. მზეა თაკარა, მერე რა თუ შუაღამეა. მზეა თაკარა- ალაგ დღეა, ალაგ ღამეა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი