პოეზია
როგორც ქარში ფოთლები
გაიფანტნენ ფიქრები.
მოზღვავებულ გრზნობათა
დადგა გულში ჭიდილი.
სისხლს- გაყინულს ზრღვებში,
სულს- სხეულში მომწყვდეულს-
სიყვარულის მეწყერი
მხოლოდ აამჩქეფარებს.
ბგერამ როგორ იტვირთოს,
ლექსმა როგორ გამოსთქვას,
უცნაური განცდებით
გარინდულან აზრები.
სიყვარული ღვთიური,
როცა გულს ამღელვარებს,
ძალი მარადისობის
დროს და სივრცეს იმონებს.
როცა გრძნობ რომ სამყარო
ერთში-მხოლოდ ღმ...-ია,
მატერია- სულისა
მხოლოდ ანარეკლია.
როცა თავად სიკვდილშიც
უკვდავება ნეტარებს.
ვერა, ვერ დაუჩოქებ
პოეზიის დემონებს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი