შეხვედრა


ეს განშორება ლამაზია, როგორც აპრილი.
ვარდ- ყვავილების კორიანტელში გაბნეული ნამის წვეთები.
ალმასზე უფრო გაქმჭვირვალე და მოელვარე.
ყოველ ცისმარე, როცა მშვიდი თენდება ღამე,
უღრუბლო ცაზე მე ვუცქერი ვარსკვლავთა კვდომას,
და ბნელის ნათლად გარდასახვა იმედით მავსებს.
ყოველ ცისმარე, ყოველ დილა და ყოველ ღამე,
მიმწუხრზე ზოგჯერ. მე საიდუმლო 'შეხვედრების
ვიქცევი მოწმედ, წამისა და მარადისობის,
ვგრძნობ მათ ერთობას და მიხარია...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი