რუხია დილა ..


რუხია დილა,
ეს დრო-ჟამი რაღაც არ მხიბლავს.
ხმაურობს წვიმა..
ვაღებ სარკმელს,
ტყვე ვარ ამინდის!
ქვეყნისას ვფიქრობ,
 ვითვლი წამებს, 
 ათასწლეულებს
და მერამდენედ,
ბედს ვემდური ამაოების!
ხელში ვიქუჩებ წვეთ-წვეთობით 
  ცრემლსა და წვიმას.
ისევ ხსოვნაში,
მოგონებებს გავედევნები.
მათ ვინც მიყვარდა,
შორს წავიდნენ   
და მაინც  მიყვარს,
არ ვიცი რატომ -
დღემდე კიდევ მოველოდები.
მეახლოვება -
ამ უსაზღვრო სამყაროს კიდე.
მეუცხოვება - 
"ჩემიანის" ყალბი ღიმილი.
და მენატრება დღე ნათელი,
 ლაჟვარდი სივრცე.
"სუფთა თვალებში" არეკლილი
ცა, ვარსკვლავები.
მჯერა... მწამს... ვიცი..
უგნურებას   ბოლო აქვს ერთი.
...იქნებ, არც მესმის
წუთისოფლის მიეთ - მოეთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი