არ უარყოთ ჟღერადობა სიცოცხლის ..


არ უარყოთ ჟღერადობა სიცოცხლის,
იმ ყველაფრის  -რაც კი გახსოვთ ლამაზად.
არ უარყოთ რომ დაღლილხართ სიშორით,
რომ სიყვარულს მოჰყვებოდით გზა და გზა.

არ უარყოთ რაც სულს ასე სწადია,
რაც გგონიათ რომ ძალიან შორია.
რომ იდარდოთ ,ამ დარდებში რა ყრია,
ამ ბილიკით მიდიან და მოდიან.

არ უარყოთ რაც კი გულში დაგროვდა,
მერე რა რომ მოსაყოლად ბევრია.
თქვენს თვალებზე ბევრი ჭორი აგორდა,
ჰო,ჭორაობს გაზაფხული,წლებია...

არ უარყოთ შეცდომები დათვლილი,
გაზაფხული თავს ხომ ასე გამეტებთ.
არ უარყოთ გარიყული მანძილი,
რასაც ფიქრობთ არ უარყოთ ამ ერთხელ.

თითქოს წლებმა იმ ნუშებთან ჩათვლიმეს,
დაიბნენ და არ იცოდნენ რა ექნათ.
არ უარყოთ რომ სიმართლე გაწირეთ,
როცა ძველ გზას კიდევ ერთხელ გახედავთ.

დაიბრალეთ ,რომ ზნე დაგყვათ ამ მარტის
და შეეშვით იმ გაზაფხულს იშვიათს,
არ უარყოთ იმ ცრემლების ღალატი,
თვალებიდან ჩუმად რომ წაგიშლიათ.

***
არ უარყოთ ჟღერადობა სიცოცხლის,
იმ ყველაფრის  -რაც კი გახსოვთ ლამაზად.
არ უარყოთ რომ დაღლილხართ სიშორით,
რომ სიყვარულს მოჰყვებოდით გზა და გზა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი