დედა
p.s .ესეც საგაზაფხულო ექსკლუზივი ჩემგან ძვირფასო დედებო!❤️ დედა დედა ყვავილს ჰგავს, -ნაზ,მინდვრის ყვავილს. მაგრამ იაა ყველაზე მეტად. დედის გარეშე ცივია სახლი, რადგან თვით მზეა ამქვეყნად დედა. მარტი მოსულა... ზნე აქვს უცვლელი, იზმორებიან ყვავილნი ხეთა, სიცოცხლეს მხოლოდ დედა უმღერის, იავნანაა ამქვეყნად დედა. გაზაფხულია... ცაა კრიალა... იას უბრალოდ შექების შერცხვა. ქალი სუსტია,დედა კი -არა, -ძლიერიაო ამქვეყნად დედა. დედის თვალებში მზე და წვიმაა... სიხარულია სევდასთან ერთად. დედის ხელები პაწაწინაა, მაგრამ შვილისთვის მთებს დაძრავს დედა. საამოდ ისმის ჭიკჭიკი მერცხლის. აკაციები აყვავდნენ თეთრად. დედის გულს წლების სიცივეც ვერ ცვლის, სიყვარულია ამქვეყნად დედა და როს სიბერე მოვა უცილოდ, თუ გკითხავთ იგი: ,,რამდენის ნეტავ?!" დედას ასაკი არ გაუმხილოთ. უკვდავებაა ამქვეყნად დედა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი