წლებს რასაც გავუმხელ
p.s. წლებს რასაც გავუმხელ... თქვენ შეგეშალათ: მე არ ვირჩევ ერთ გზას ორიდან. ვერ დამარწმუნებთ რომ ეს გზები ჩემი ხვედრია. მე ხომ მარტი ვარ! -ასეთი ვარ უკვე როდიდან. როგორიცაა თავად მარტი,გზაც-იმდენია! თქვენ შეგეგშალათ! ფიფქს და ყვავილს ერთად ბარდნიდა, იმ დღეს როდესაც ამ ქვეყანას მე მოვევლინე. გაზაფხულია... მარტი ფეთქავს იის მაჯიდან. ვთავხედობ, მაგრამ მე სხვაგვარი წარმომედგინეთ. რა თავში ვიხლი არარსებულ რაღაც ტიტულებს. ჩემს სათქმელს ვამბობ, უღირს დროში სულს რომ ეშველოს. მუზების ბაღში აყვავებულ ლოტოსს ვიტოლებ , რომ სილამაზე უფერულად არ მომეჩვენოს. მე მიყვარს მარტის პოეზია -თქეში რითმების. ლექსი სწყურიათ გაზაფხულით სავსე ხელადებს. თქვენ შეგეშალათ; პოეზიით თუ არ ვივსები, ჩემთვის ცხოვრება სულელურად ჰყვება ყველაფერს. რა გაგიკვირდათ?! -უარყოფილ დღეთა მარტია. ჯერ კიდევ ბევრი საზღვარია გადასალახი. თქვენ შეგეშალათ: -ამ სახეებს წლები არ ცვლიან! ზოგს სიყვარული თავად ძერწავს, ზოგსაც-ტალახი. ... გაზაფხულია.. მარტი ფეთქავს იის მაჯიდან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი