ხანდახან ყველაფერი დამღლელია ..
ხანდახან ყველაფერი დამღლელია სიცოცხლეს რაღაცა ემართება ლარნაკში ყვავილები აირია და მაინც შემიწყალეს კელაპტრებმა. გეძებდი... რამდენ ხანს რომ იცოდე, ათასი სურვილი დამიხავსდა, და ეს წვიმის წვეთი ორიოდე მახსენებს თუ როგორ არ მიყვარდა ოთახის უჯანგბადო სიმარტოვე, გზები-ერთგვარი და უსახური, მერე წლები თავად მივატოვე -წლები ჯუიტი და უცნაური მახსოვდი... და მეყო სითავხედე რომ ღრუბლებს გავცლოდი ნასხვისარებს, შენ ათას სიყალბეს მიმახვედრე და ყველა წუხილი დამიშალე. გეძებდი... იშიმშილა მონატრებამ... სადღაც დამეწია განთიადი, დილამ რეალობა მომაჩეჩა და თავის უჟმური ხასიათით ისევვ დამიწუნა ვერლიბრები -სარკმელთან წვიმათა მღელარება, ღამეს აღარ ჰქონდა შეკითხვები, რადგან დამიფარეს კელაპტრებმა. /ელისო ფიჩხაია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი