სახლი მშობლიური
სოფლის ორღობესთან მთვარე გაირინდა, უცხო სილურჯეში თვლემდა ჰორტეზია. სახლი- მშობლიური იდგა სიჩუმეში, მერე ვიდარდე და დარდი რომელია?!... ეზო გავიარე სავსე კოინდრებით. სურნელი მეცნო და გული ამიჩქროლდა. ჩემი ძველი ქოხი იდგა მორიდებით, თითქოს დავავაწყდი, თითქოს არც მიცნობდა?!.. მშობლების თვალებში წავაწყდი სიხარულს, სუნთქვა შემეკრა და ცრემლი მომერია. როხროხა ბუხარი მიხსნიდა სიყვარულს, მერე დავფიქრდი და ფიქრი რომელია?!... ქარმა დალალები გაშალა პალმებთან, ჩვენს ძველ ოთახებსაც ერთად მოვეფერეთ. დედისთვის მინდოდა სულ ცოტა რამ მეთქვა, როგორ მომენატრა ერთად ყოფნის მერე... თვლემდნენ ცის წიაღში მკრთალი ნათურები, ერთი გადავხედე იმ წლებს დაჩრდილულებს. ციცინათელები- ღამის ასულები, თითქოს ბავშვობიდან ისევ დამიბრუნეს; მამის თბილ მზერაში იყო რაც მიყვარდა. თავი მოუყარეთ ამბებს ათასგვარებს. სევდა სარკმელიდან სადღაც გაიპარა, მერე გულჩვილობაც ასაკს დავაბრალეთ. სოფლის ორღობესთან მთვარე გაირინდა. მერე ვიდარდე და დარდი რომელია?!... სახლი მშობლიური იდგა სიჩუმეში, ბაღში კვლავ ჰყვაოდა ჩემი ჰორტეზია. /ელისო ფიჩხაია/
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი