მე ქართველი ვარ
მე ქართველი ვარ! წარსული მაქვს გასაოცარი. რას არ გაუძლეს ჩემი ციხის სველმა კედლებმა. მე, ცასთან ახლოს, უძველესი მაქვს სალოცავი და არასოდეს მიწერია გადაშენება. მე ქართველი ვარ! ანბანი მაქვს ამოუხსნელი. ენა მაქვს უფლის სადიდებლად დაბადებული. ცრემლია ჩემი ისტორიის ყველა ფურცელი, მყავდა თევდორე და დემეტრე თავდადებული. მე ქართველი ვარ ! ქართულია ჩემი ფესვები. ჩემგან გაიგებ ,,გენაცვალეს", "შენ დაგენაცვლეს". მე ქართველი ვარ! - ხმალზე მჭრელი მქონდა ლექსები, მე გავიზარდე იაკობის დედაენაზე. მასპინძელი ვარ,ვინც არანახულ სუფრას გაგიშლის. სტუმარს უფალთან დავუდგები ალბათ თავდებად. მე ქართველი ვარ! არსენობას დღესაც არ ვიშლი და რასაც გავცემ ,არასოდეს არ მენანება. ჩემი პირველი სადღეგრძელო უფლის ოდაა, ქართული სუფრა სიცოცხლეზე ჰყვება ბალადას. ყველაზე წმინდა დედაა და დედის ლოცვაა მე ქართველი ვარ! -მამის გზას რომ არ უღალატა. მე "ხორუმი" მაქვს ისეთი, რომ მტერს თავლს დაუდგამს. ქართული ჩოხით გავაცოცხლე გმირი რამდენი. მე ქართველი ვარ! -ვაჟკაცობას ვუქებ ალუდას, ღირსეულ მტერსაც რომ დაუნთო ერთი სანთელი. მე ქართველი ვარ! დავითის მაქვს საგალობელი. იავნანა მაქვს ისეთი რომ ქვებიც ტირიან. მე, სიყვარულით გავაოცე წუთისოფელი. მე, ქართველი ვარ! სიძულვილი არ შემიძლია! ელისო ფიჩხაია
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი