ყოფნა - არყოფნის ბარათები


დრომაც ვერ ახსნა ამ უმთვარო ღამის ფიქრები.
ყოფნა-არყოფნის ბარათები მოაქვს ნიავსაც.
არ მინდა მიწას რომ მოვპარო ლურჯი იები,
არ მინდა ვიყო კმაყოფილი,როგორც ვიღაცა.
დრომაც  ვერ ახსნა ამ უმთვარო ღამის მოტივი.
 და აილეწა  სინამდვილე ახლა,  ამ წამით,
არ მეტირება,
გაჩენის დღეს ვიღაც რომ ტირის,
არ მინდა ვიყო უიმედო, ვიღაც   სხვასავით.
ზეცა არ სცოდავს,მიწის სევდა ვეღარ ასვენებს,
-ჩამოიკაწრავს   ღრუბლის    ლაქებს  სველი  ხელებით.
ნეტავ რა ხდება?! 
სიყვარული დროს ვერ აჩერებს,
ლამის წაგვლეკოს რეალობამ არ მიტევების.
მე  მთავაზობენ  კარგად ყოფნის  ბუტაფორიას,
და ვარკვევ ახლა გრძნობას- ასე ორად გახლეჩილს.
არ მინდა ახლა თვითნაგვემი მელანქოლია,
არც საამებლად განწირული ფიქრის არ მესმის.
დრომაც ვერ ახსნა ამ უმთვარო ღამის ფიქრები
ყოფნა-არყოფნის ბარათები მოაქვს ნიავსაც,
არც მყვარებია    ჟანგისფერი  ამბიციები,
არ მინდა ვიყო კმაყოფილი ,როგორც ვიღაცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი