წუხილი
წუხილი ერქვათ უფერო გრძნობებს, დღეებსაც სახე ჰქონდათ წაშლილი. თითქოს გულებიც არაფერს გრძნობდნენ, არც გაზაფხული იყო ნამდვილი. აღარ ინდობდა მოყვასი მოყვასს, ის სიყვარულიც გაქრა ზღაპრული. იქ, ცხრა მთას იქით, ამბობდა ლოცვას დედა, შვილისთვის გადაკარგული. ვიღაც დააკლდათ ამ მთებს და გორებს, არ აღვიძებდათ მამლის ყივილი. რად გაცივდაო იქ, პაპის თონე, სატკივარს ფქვავდა სოფლის წისქვილი; არ მოითხოვეს სუფრაზე ყანწი, სევდა გამეფდა რაღაც არ თქმული, ნუთუ წახდაო ქართველი კაცი, მარანში წუხდა ღვინო ქართული. ვაი სირცხვილო! დაიწვი მართლა, სხვის ენას მიქებს ძე და ასული. ასომთავრულის ცრემლი სდის საყდარს: ტირის ლაზარეს ენა- ქართული!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი