და წვიმებმა სულში იმატა...


ვერხვსა და ჭადარს შემოაცვდა ფერი უმანკო,
წაუკითხავი წერილები ფარავს ფილაქანს
მე მივეჩვიე...
რომ რაღაცა ქრება უკვლოდ
და გზას გამოვლილს, შემოდგომა თვლაწინ მიხატავს.
გათიბულ მინდორს მონატრების ასდის სურნელი,
შემოდგომაა ...
გამოვდევნი ფიქრებს მტვერიდან. 
მე შევეჩვიე ,რომ ბევრი რამ დამრჩა უთქმელი,
რომ თვით სიცოცხლე სხვა წესებით თამაშს შემპირდა.
თხზავს ნოემბერი სიყვარულის საოცარ იგავს, 
მე არც კი მახსოვს ეს მანძილი როგორ გავლიე,
შემოდგომაა...
და არ ვიცი მძაგს თუ კვლავ მიყვარს 
ყველა ის წუთი, მარტოობა რომ ვაპატიე.
ყველა ფოთოლი იპარება ახლა ტრანსიდან ,
შემოდგომაა...
ვერ შევძელი ლოცვა მზესავით
დაძველდა წვიმა, 
რადგან სულში ბევრჯერ გაწვიმდა
შემოდგომაა..
ვერ შევძელი ლოცვა შენსავით.
წაუკითხავი წერილები ფარავს ფილაქანს 
შემოდგომაა...
და წვიმებმა სულში იმატა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი