ის დროა,როცა


ის დროა, როცა რაღაც გვიანია,
როცა ცაც არ ყოფნით ამ ჩიტებს.
როცა სხვა სამყაროს თანაზიარი ხარ 
და სულს შემდგომა ამშვიდებს.
ის დროა, როცა რაღაც უთქმელია,
როცა მთებს ნისლები აცვიათ ...
ფოთლებს რიგ-რიგობით ღამე უთევიათ,
არ მირჩევ შემოდგომის ხასიათს...
და შენ მართალი ხარ ,
ჰო,ხშირად ასეა ...
დარდს ვუცვლი გაცრეცილ ბილიკებს 
ფოთოცვენასავით ეს წლებიც გაქრება
და სევდა ერქმევა სიგიჟეს;
ის დროა, როცა ლექსს თვალებში ჩავხედავ
როცა შენ გარიდებ იარებს ,
სიცოცხლის სიყვარულს თავიდან გავბედავ,
არადა ათასჯერ გიამბე,
რომ მაფორიაქებს ფოთლების რვეული 
და თვით შემოდგომის მხატვრობა. 
გრძნობები ,სიცხადით ვერ გადარეული 
მეც ამ ფოთლებივით დამქონდა.
ის დროა, როცა რაღაც გვიანია
როცა ცაც არ ყოფნით ამ ჩიტებს.
როცა სხვა სამყაროს თანაზიარი ხარ 
და სულს შემდგომა ამშვიდებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი