ღმერთმა გიშველოს
ქარვისფერი თუ ძოწისფერი წუხან ფოთლები, დაემსგავსება ჩემი ქუჩა სულაც მდაბიოს... ყველა სურვილი ნაფოტივით დაიკარგება და მე ვეცდები ყველაფერი რომ გაპატიო. წვიმის ხმაურში-სველ ქუჩებში წუხან ფოთლები... წვიმის ფეხდაფეხ შემოდგომის ჭკნება არქივი, ყველა მშვენება დრო-ჟამისგან გაიმიჯნება -ღმერთმა გიშველოს ; -ჩემს თავს ახლა სულაც არ ვჩივი. ქარვისფერი თუ ძოწისფერი წუხან ფოთლები. ქარი ხარხარებს- შემოდგომის მკაცრი მოლექსე, ვიცი,ჩემს გულში არასოდეს აღარ მოკვდები -ღმერთმა გიშველოს ,თუ უღმერთოდ იყავ ოდესმე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი