თეთრი ქოლგები


ახლა თეთრ სიმშვიდეს ვეძალები. 
ცას ფიფქი მძივებად აუსხამს. 
წლები დავიბრუნე ფერადები, 
სახელი გადავარქვი წარსულსაც. 
ახლა მთვარის ზღაპარს ველოდები, 
ბავშვობამ გამათბო ბუხართან. 
სულაც არ შევცლილვართ მეგობრები, 
ისევ გულწრფელნი ვართ უფალთან. 
ბავშვობის შარა-გზას ვეშურები 
ერთი გულუბრყვილო წამიდან. 
სულს თუ გამითბობენ ბეღურები,
იმ სხვაგვარ სიცივეს ავიტან. 
ეს ,ის ბილიკია, თოვლნაფენი
- ბავშვობის სახლთან რომ მივყავარ 
მართლა წვრილმანია ყველაფერი 
გარდა იმისა რომ მიყვარხარ! 
მინდა შევაჩერო ეს წუთები 
თოვაში,ბავშვობის - სამანთან
. ვიცი, სიყალბეა ყველაფერი,
თუ კი ეს ტკბილი დრო დამთავრდა.
თოვააა პაწაწა თეთრ ქოლგების.
ფიფქები მაცლიან საფიქრალს.
აღარ გავფანტულვართ მეგობრები,

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი