მე მაინც ვრჩები რომანტიკოსად
მე მაინც ვრჩები რომანტიკოსად. გაგეცინება , მაგრამ ასეა. ვარსკვლავებს ვპარავ ცისფერ ტილოს და მზეზე ვიმშრალებ წვიმის ხასიათს. მე დღემდე ვრჩები რომატიკოსად, რადგან ვარდები თავბრუს მახვევენ. თუ დროებითი ჰქვია შინ მოსვლას, ბედნიერებას ნუ შემახსენებ. მე ასეთი ვარ, ასე უბრალო... არც გარდასახვა არ მემუქრება ერთხელ თოვლივით გავქრი უკვალოდ , მერე შევძელი კვლავ დაბრუნება; არ დამაბრალო გაგულისება, პრაგმატულ დღეებს ვამტვრევ სარკმელთან. მუზა საოცარ ლექსებს მიწერდა და ოცნებები მაინც დამჩემდა. სიკეთე მახსოვს , არ დამითვლია, რადაგნ ირეკლავს წუთებს სამყარო. მე დავამარცხე დღის არითმია , ვცდილობ დარდებიც გარეთ გავყარო და სავსე მთვარეს ვუქსოვ პერანგებს, სიზამრს კი ცხადის ვაქცევ სხივებად. მე დედამიწის კარი შევაღე, სიხარბე,აღარ მეპატიება. წესები აქვსო,მითხრეს ,შინ მოსვლას. მე მაინც ვრჩები რომანტიკოსად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი