გაიშვიათდა ..


გაიშვიათდა...
სიყვარული გაიშვიათდა...
და რეალობა სიძულვილის ყიდის ანაფსებს,
ყველაზე მეტად ეშმაკია ახლა მიზანთან,
რადგან სულიერ სილამაზეს გროშად აფასებს.
დღეს გარყვნილებას ეძახიან მშვენიერებას
და ის ნამდვილი სილამაზე ჩრდილში გათელეს 
იქ, ვიღაც იხდენს იმ უღმერთო ბედნიერებას,
აქ,კი ,მშიერი,მტრედთან იყოფს პურის ნამცეცებს.
ღმერთო, მაღალო!
დაგვიფარე მძიმე ჟამისგან
ეს ანგარება სულს გაყინავს და გულს მოწყალეს,
ჩვენ გვავიწყდება რომ ვართ მხოლოდ ერთი წამისა, 
გაიშვიათდა ცისკრის ლოცვა- მწუხრის ლოცვამდე;
ახლა ალალი, წრფელი ცრემლიც ერთი პეშვია
ახლა ნუგეშიც მობუზულმა ქუჩამ იტვირთა,
აქ , რეალობა ერთი დიდი საგიჟეთია,
აქ, უბედურით ბედნიერი მორალს მიკითხავს;
გაიშვიათდა დღე მზიანი
- ზეცა უღრუბლო
დღეს ცხვრის ტყავშია გახვეული ფიქრი რამდენის,
მათხოვრის ბედზე ჩაიცინებს ვიღაც უგულო,
" განკითხვის ცოდვას იტვირთავსო ალბათ სანთელი" ;
გაიშვიათდა...
სიყვარული გაიშვიათდა,
აქ სიყალბეა ყველაფერი თითქმის, რაც ხდება
და თუ ნამდვილი სიყვარული დაგვიგვიანდა
დაგვენანება...
უსასრულოდ დაგვენანება!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი