წუხელ წვიმა მიყვებოდა ამბავს ..


წუხელ წვიმა მიყვებოდა ამბავს, 
სველ ბილიკებს არ უჩანდათ ბოლო,
წუხელ სევდა აუტირდა ცას და...
მომენატრე,
- არც კი იცი როგორ...
გავიფიქრე, ყველაფერი მორჩა, 
ვერ ვგუობდი სიმარტოვის ფერებს,
წუხელ სევდა მოერია შროშანს 
და ფიქრებში დავიკარგე მერე. 
მერე წვიმამ შემიფარა თავად, 
სიყვარული მთელ ქვეყანას მოსდო, 
სველდებოდა მოლოდინის გზა და
მომენატრე,
- არც კი იცი როგორ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი