შენ მკითხავ იმ დროზე


შენ მკითხავ იმ დროზე, რომელიც გვაშორებს,
ბოლო არ ექნება განცდათა სათვალავს.
აწმყო კი,რომელიც წარსულზე აბოდებს
ყველაფერს გეტყვის და არაფერს დამალავს...
შენ მკითხავ ვარსკვლავზე ზეცას რომ აკლია,
ეს ლოთი ფიქრებიც დაცლიან პორტვაინს. 
მრუდე გზას დახატვს ,სიციცოცხლე ცაცია
შენ მაინც ხომ იცი?!
ხომ იცი შენ მაინც
რომ ვერ გავექეცი საფიქრალს სულნაკაწრს,
რომელიც თან მოყჰვა უწვიმარ წკვარამებს
და საკმარისია წამები სულ რაღაც
ამქვეყნად ვიყო და არ ვგრძნობდე არაფერს.
მეტია..
ეს რაღაც ქაოსზე მეტია,
სურვილთა ფირმანის ნაგლეჯი მარგუნეს.
სწორი ბილიკები რამდნჯერ შემშლია
და მაინც თამამად მივყვები ამ ქუჩებს;
შენ მკითხავ ამ ყოფის უცნაურ ტილოზე,
რომლელიც დახატეს სხვადასხვა გრძნობებმა ,
მე თვალებგახელილს მესიზმრა სიცოცხლე 
და ასჯერ დასმული კითხვები მომბეზრდა.
შენ მკითხავ ყველაფერს, რაც დღემდე ყოფილა,
ჰო, ზეცას მოსწყდება ვარსკვლავი ას ერთი
არსებობს სიგიჯე, 
ან მხოლოდ ორი გზა,
შენს სიყვრულად კი, არ მყოფნის არცერთი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი