მე არაერთხელ ვიწამე ამ ცის


მე არაერთხელ ვიწამე ამ ცის,
რადგან არ მეყო მიწის სხეული.
დუმილი მსურდა, ხმაურის მსგავსი
და ღამე - წვიმით გადარეული.
მე სითამამე მხიბლავდა ამ ცის, 
სულს აშიშვლებდა ღრუბლის ტილოზე,
ღამეს კი, წარმართს, სჯეროდა არც კი ,
რომ გვირილების მერგო სიცოცხლე.
სისულელეა ,არც უნდა მეთქვა,
რას გამიგებდა ღამის გრიმასა?!
სიციცოცხლეს მხოლოდ აღმართი ერქვა
და ამ აღმართზე წუხდა ვიღაცა,
რომ ისიც ჩემებრ არ იყო მშვიდი
ამ ბანალური , უცხო პროფილით,
მე შენს სიყვარულს წყალობად ვთვლიდი,
ჰო, უშენობით ვიყავ ცოდვილი;
და ახლაც ვლამობ დროსთან ცილობას,
იმ ნაქურდალ წლებს რომ ვერ მიბრუნებს,
ღამეს წავართვი ეს უძილობა,
რადგან ამტკივდა წლების სიჩუმე.
მე არაერთხელ ვიწამე ამ ცის,
რადგან არ მეყო მიწის სხეული.
დუმილი მსურდა,ხმაურის მსგავსი
და ღამე- წვიმით გადარეული

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი