ეს გარდასახვა
რა შეიცვალა არ ვიცი, მაგრამ ეს გარდასახვა მზარავდა უკვე. ცივი სალამი მომიგდო ქარმა, მე კი მეგონა,მიცნობდა უკეთ. ნაფეხურები იმ თბილი წლების, დრომ უკითხავად გააქრო სადღაც... ის მეგობარი- სანდო და წრფელი არ მომეჩვენა გულწრფელი ახლა ; ვიხეტიალე ქუჩაში ქართან , ურთიერთობა იცვლიდა ნიღბებს. გაუბრალოვდა ძვირფასი რაღაც, შევეხე ყოფის გაყინულ ლინზებს და მზე ათბობდა სამყაროს , თუმცა, სულს არ ათბობდა ნათელი სხივი. ვერ აღფრთოვანდა იმ ორით თუთა, რადგან სხვაგვარი ახსოვდა წყვილი. რა შეიცვალა,ვერ ავხსნი, მაგრამ დრომ გაზაფხულის დაკარგა კვალი, ცივი სალამი მომიგდო ქარმა. და სიყვარულის დაიდო ბრალი!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი