ეს ყველაფერი რომ განმეორდეს ..
ეს ყველაფერი რომ განმეორდეს, ამ წუთისოფელს წამით გავცდები. ეს სიცოცხლე რომ კვლავ განმეორდეს მაინც დამრჩება რაღაც სათქმელი. ცას თუ ვარსკვლავი ისევ მოსწყდება გავიზიარებ ყოფნა-არყოფნას, ალბათ ტკივილიც განმეორდება რადგან კუთხეში ტირის ბავშვობა. არის წარსულში რაღაც ფარული, რაღაც ისეთი თავს რომ მაცოდებს და თუ დაბრუნდა ეს გაზაფხული, იმ დამჭკნარ იებს კვლავ გავაცოცხლებ. ვერ გაგიმეტებ მარტოობისთვის . სიცოცხლეს სულ სხვა თვალით შევხედავ, და თუ მეღირსა მოსვლა ისევე, განმეორდება ჩვენი შეხვედრა. ვიცი, რთულია ყველა ლოდინი, ერთფეროვნებაც თავს მომაბეზრებს. ვერ შევძლებ ყოფნას ანგელოზივით, აქ ხომ რთულია ცოდვებს გაექცე; მაგრამ ვერ დამღლის წუთი მედროვე, სულ არ მადარდებს ჟამის მისნობა. მე ამ სიყვარულს გავიმეორებ თუნდაც დამცინოს მარადისობამ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი