გაავდრდა ..


გაავდრდა,
ცა მალე შეიხსნის საკინძეს,
ოთახში ბოლთას სცემენ ეჭვები.
არ დაიჯერო რომ აქ ყოფნა მაგიჟებს,
უბრალოდ სიცოცხლეს ვეჩვევი;

გაავდრდა...
ამ დღეებს მზის სხივი აკლიათ 
და მაინც მათბობენ სიტყვები.
არ დაიჯერ რომ აწმყო მაბადია,
უბრალოდ ოცნებებს გპირდები;

გაავდრდა... 
აზატობს ლოდინი -ბუტია,
ცივი დღის ნაკვთებმაც შემშალეს .
არ დაიჯერო,რომ სევდა სულ მუქია,
უბრალოდ, ფერები შეცვალეს.

გაავდრდა...
ცის მშვიდი მუსიკა მომწყურდა,
ვარდებიც აყვავდნენ ირიბად.
ამქვეყნად ყველანი ცრემლებით მოვსულვართ,
სიხარულს გვიცვლიან ტკივილად

გაავდრდა..
განა ეს სიშორე არ მღლიდა,
ან რამე გავუგე აღმაღთებს?!
უბრალოდ,
გნახე და 
იმ ერთი წამიდან,
შორს წასვლა უვადოდ გადავდე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი