გახსოვს?!...


გახსოვს?
მარტი მოჰყავდათ ყოჩივარდებს სხეულით.
ერთი მშვიდი დღე იყო,
ოდნავ გადარეული.
გახსოვს?
მაშინ ფიქრებმა ქარს ხელმკლავი გამოსდეს,
ნარცისები ყბედობდნენ,
წასვლის ნება არ მომცეს.
მაშინ თავად ღრუბლებიც, 
წერით იყვნენ შეშლილი,
რადგან მთელი სამყარო 
მოეჩვენათ შეცვლილი.
გახსოვს?
მარტი მოჰყავდათ ყოჩივარდებს სხეულით.
ერთი მშვიდი დღე იყო,
ოდნავ გადარეული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი