ალუბლები
პატარა კოტეს სახლის უკან ერთი დიდი ალუბლის ხე იდგა ის თვეები უცდიდა ალუბალს უნდოდა თავისით მოკრეფილი მიერთვა მაგრამ ის ჯერ 4 წლის იყო როგორ ავიდოდა დიდ ალუბლის ხეზე? მაგრამ მაინც თავისას იმეორებდა დეიდა მზია ბიძია დათო გთხოვთ კიბე მომიტანეთ ალუბალი უნდა მოვკრიფო და მეც მივირთვა და თქვენ მიირთვათ ბიძიამ და დეიდამ გადაიხარხარეს და თქვეს პატარავ ჯერ უნდა გაიზარდო რომ ახვიდე პატარა კოტე თავისას არ იშლიდა და ტირილი დაიწყო არაფრის დიდებით არ გაჩერდა კოტეს როცა დაეძინა დეიდამ და ბიძიამ ერთ პატარა ხეზე ალუბლები დაამაგრეს და პატარა კიბე გაუმზადეს დილით როცა კოტემ გაიღვიძა რა დახვდა ეზოში? პატარა ხეზე ალუბლები აიღო თავისი სარგო კიბე რომელიც ბიძიამ გაუკეთა და ალუბლები მოკრიფა და გაუმასპინძლდა აი ასე ბიძიას და დეიდას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი