BLUE HAIR


ფანჯარაზე კაკუნი,
სიტყვების რახარუხი,
მგელი რუხი კარებთან
დგას და თვალებს მიკორტნის.

ეზო გველით მოსილი
არხევს,
ანგრევს,
აღარ შლის.
მოგონებებს ამიშლის,
თავს დამიხრის,
დამიწნის
კალათს თმაში ახლართულს
გულსაც კი გადამიშლის.

ხიდებს გადამატარებს,
თვალს ჩამიკრავს,
დამანგრევს.

გამოძერწავს გრძნობებსაც,
დაისერავს ხელებსაც,
სისხლით ხატავს ხედელზე,
სულის,
გულის კივილსაც...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
კაფკა ურნმანი / Kafka Hurnmannვერლიბრი5 თვის წინ

dark

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი