ჰამაკი


ერთ დღესაც ალბათ აქ ყველაფერი გადაიშლება
დრო თავის ხელით მოგვტაცებს სულებს
გონების იმ ღრმა კუთხის კუნჭულში
მე ამომიშლის სიტყვებს და ფრაზებს

ამოვიოხრებ, თან დავირწევი, 
ამ გვარდიაში ჩავეწერები
დავიცავ თავს და თვალსაც შევავლებ
გალიის მტრედის წუხილს ცხოვრების

მომდევს დემონი, სანთლის ჩამქრობი
ნერვებსაც ჩემსას ეთამაშება
თვალებს შევხედავ, იქვე მაქვავებს
მე მისი სულის უზღვრო ნათება

თავზე დამნათის ჯვარი კაშკა
 ყურანის სიტყვის ძალაა იქნებ
ნუთუ ბუდაა ჯვარზე გაკრული
ან სულაც იქნებ კაენი მღერის

მასაც ავყვები ჩემი გიტარით
ტერენტიც ალბათ ჩვენ გამოგვყვება
სევდას გაგვატანს
მე და მის მშველელს 
და თან ჩაგვიწნის არეულ თმაში
სამი ივნისის განწირულ ჰანგებს…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი