ჩურჩული მამასთან


იცი? ყველაფერი აირია,
ირგვლივ სიბილწე და ქაოსია.
სამყარო უკვე სხვანაირია,
ცხვრის ტყავი აქ მგლების სამოსია...

ზეცას დაჰკარგვია ლურჯი ფერი,
ღამემ შეგვიმოსა დედამიწა...
სულში ჩაგვისახლდა ლუციფერი,
ხალხი უფლის კალთას ვეღარ მიწვდა.

ბოროტს ვადიდებთ და ვემონებით,
სიკეთეე?? თვალებში ნაცარია...
ნიღბებს ვეფარებით დემონები,
ესაც კაცთა მოდგმის ცანცარია.

ბოღმით დაგვიმძიმდა დედამიწა,
შურითა და მტრობით დაიღალა.
ჩვენი ცოდვით მაღლა მზე დაიწვა,
ცა წვიმის ცრემლებად დაიღვარა.

ეს გული ვეღარსად დავატიე,
შენთან მოვედი და ჩაგეხუტე...
ერთი ცივი ღამეც გავათიე,
მერე მთელ სამყაროს გავებუტე.

მიატოვე მიწის სარეცელი,
მანდ როგორ ჩერდები მწოლიარე?
ალბათ კიდევ ბევრჯერ დავეცემი,
მოდი, მომხედე და მომიარე...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი