გელა ოჩიაური
შიში რა იყო არ იცოდა ტყვიებს ღიმილით შეეგება სიკვდილს ყოველთვის დაცინოდა მას ხომ სიკვდილი ვერ შეეხება მტერს არ დაანება მამულ-წყალი საქართველოს მკერდით დაეფარა არ დატოვა სისხლით მაურწყავი მიწას მისი სისხლიც დაეღვარა მტერზე იერიში რომ მიჰქონდა საბრძოლო ყიჟინას დაჰკიოდა თუმცა ნატყვიარი ბევრი ჰქონდა მაგრამ ჭრილობები არ ტკიოდა ჯარს წინ მიუძღვოდა საიმედოდ ხევსურს ტყვია ვერას დამაკლებსო უკან გამომყევით რაინდებო ნახეთ მტერი როგორ დავაკვნესო ბოლოს, როცა სხეულს ეყრებოდა დროშა არ გაუშვა ხელებიდან ღმერთო... საქართველო ეღვრებოდა ტყვიით დაფლეთილი ვენებიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი