* * *


სამყარო ისევ შემოიდგეს გლეხებმა მხარზე.
ჩემო წიქარავ (როგორც უწინ) გადგას უღელი.
ურნატების და გუთნის დედის სიმღერის ხმაზე,
მიჰკვალავ მიწას, გულმოდგინედ, მუხლ დაუღლელი...

ნელი ნაბიჯით ვუბრუნდებით ღმერთს და ბუნებას...
სხვაგან ვერ ჰპოვებს ცოდვიანი სული ცხონებას.
საჭირო იყო ამ ურემის გადაბრუნება,
რომ დაგვენახა სწორი გზა და სწორად ცხოვრება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი