. . .


თავგამოდებით ალბათ შენს თავს არსად არ გაურბი.
სერავს სიცივე შენს გულს, ქუჩების ჭვარტლით გამურვილს.
ტყდება დღეების წნეხი, და ვამჩნევ, იქით ფონია.
გამოღვიძებულს ღამით, შემცბარს, დამფრთხალს და ოფლიანს,

მაგრად შემოგხვევ ხელებს, ღრმად ჩაგიხუტებ, კოცნით

შენს შეცხელებულ სხეულზე გაშლილ ყვავილებს დავტოვებ.
ოღონდ არ ვიცი, სად ხარ, ცოტა ხნით კიდევ მადროვე.

ვითმენ სიცივის სკალპელს, და ახლა დროა მოცდის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი