. . .


სიჩუმე დგება და ხორცს ისხამს თითქოსდა.
ექცევა გაცრეცილ კედლებში მთლიანად.
მხეცივით თავს მესხმის და ყურებს მითუთქავს.
ცხრება და მიჰყვება ხავსიან ლიანდაგს.
კედელი შესცქერის მკვდარ კედელს პირდაპირ.
ცახცახი მოედო ფერწასულ სავარძელს.
აფრენა სწადია იატაკს მივარდნილს.
მოფრინდნენ ჩიტები, კვლავ ფრენა განაგრძეს.
წიგნების თაროსთან დღე ნელა ეშვება.
იხსენებს მაგიდა, რომ ადრე ხე იყო.
ცრემლები ერევა უფრსკულში გველეშაპს.
ქალივით შემცბარი ნიავი შეირხა.
კარები ჰკიდია ანჯამებს დაღრეჯით.
ლოგინი ისუნთქავს არსობის სიცივეს.
სამყაროს, საბრალოდ შუაზე გახლეჩილს,
თითქოსდა ღვთის ხელი ამრთელებს ისევე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი