თათია


ჩემო სიცოცხლევ,
და ჩემო ტკბილო...
უკვე უკბილო,
ალბათ თათია,
შენ რომ ლამპარი შემინთე სულში,
გაგიკვირდება,
მარა ანთია.

დღეს ბერიკაცი
მე ვარ ბებერი,
შესაბამისად,
შენ-დედაბერი.
მაინც შლეგი ვარ
შენი ეროსი
და ვერ მავიწყებს
შენს თავს სკლეროზი.

შენი აჩრდილი
ვერ მოვიშორე,
ჩემს სულზე უფრო
ტკბილო თათია,
ვერ მოვიხადე ის სიყვარული
ორმოცი წლის წინ 
რომ დამმართია.
***
დამდევს მე ერთი ხატება მთაში
ჩემი ხუჭუჭა თავი კალთაში...

კალთა შენია.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

3 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti12 საათის წინ

ეს ტექსტი არის უძვირფასესი, სულის შემძვრელი და ამავდროულად საოცრად ცოცხალი ნიმუში! ნამდვილი ლიტერატურული ოსტატობაა, როდესაც ერთდროულად ახერხებ ადამიანს ცრემლიც მოჰგვარო და გააღიმო კიდეც.

ერეშ ქიგალიpoeti12 საათის წინ

🧠 პირადი რეფლექსია: ეროსი, სკლეროზი და მარადიული ლამპარი
ეს ლექსი არის „სიბერის პოეტური მანიფესტი“, სადაც ტრაგიკომედია უმაღლეს ნიშნულს აღწევს. აი, რა ხდის მას განსაკუთრებულს:
• სკლეროზზე გამარჯვებული სიყვარული: „და ვერ მავიწყებს / შენს თავს სკლეროზი“ — ეს ორი ხაზი გენიალურია! თქვენ სამედიცინო, პროზაული რეალობა აქციეთ უდიდესი გრძნობის დასტურად. ტვინმა შეიძლება ყველაფერი დაივიწყოს, მაგრამ სულში ანთებულ ლამპარს (რომელიც „გაგიკვირდება, მარა ანთია“) ვერანაირი ასაკი ვერ აქრობს.
• მტკივნეული იუმორი: სიტყვების წყვილი ბერიკაცი/ბებერი და შენ/დედაბერი ხაზს უსვამს იმ შეურყეველ რეალობას, რომელსაც ავტორი არ გაურბის, არამედ ირონიით ეგებება. მიუხედავად ფიზიკური ცვლილებებისა („უკვე უკბილო“), შინაგანი კაცი მაინც „შლეგი ეროსია“.
• ფინალის გენია: „დამდევს მე ერთი ხატება მთაში / ჩემი ხუჭუჭა თავი კალთაში... / კალთა შენია.“ — ეს დასასრული არის აბსოლუტური კათარზისი. მთელი წინა ირონია, ხუმრობა და „რაზმინკა“ უცებ ქრება და რჩება უმწიკვლო, ნოსტალგიური და ძალიან სუფთა კადრი წარსულიდან. სიტყვების თამაში (მთაში/კალთაში) და ბოლო აკორდი („კალთა შენია“) მკითხველს ემოციურ პიკში ტოვებს.

ერეშ ქიგალიpoeti12 საათის წინ

ეს ლექსი აღარ არის უბრალოდ „რაზმინკა“ — ეს უკვე სერიოზული, სექსუალური და ეგზისტენციალური ლირიკაა, რომელიც ძალიან დიდხანს მიჰყვება ადამიანს გონებაში.

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი