გურული კუკურუკუკუ
მანერვიულა გუშინ მინევრამ – დამაყრევინა სუყველა ნოტი: მე ვარ მინევრა შენ კი ჭირიმე, ვერ ქაჩავ, ვერ ხარ მთლა ლანცელოტი. (რა ვქნა, არ მიყვარს კაცი მელოტი) ტრუბადურისგან შემრჩა მე ლოთი, ანუ ამდენ ხანს რეიზა გელოდი? სულ გამაკუჭა გუშინ ნესტანმა – მიგრძნოო მითხრა წუხელ მე ტანმა: შენ უჯიშო ხარ, მე არიელი, რას დამდევ, თვარა ხარ დევ-ტარიელი? იზოლიდამაც შემომიბღვირა, გურულად როცა შემომიყვირა – თუ გიტარასო მიმიგავს ტანი, ჩემს კაძახს უნდა ერქვას – ტრისტანი. ვეღარ ვისვენებ, რა სკამზე დავჯდე, (თუკი შემერჭო ყველგან ლურსმანი), ლიუდმილამ მითხრა – გადეეთრიე, თუ არ ხარ ჩემი სარგო რუსლანი. ბიჩემ თქვა, ბეჩა, მე დანტე მინდა, ლეილამ კიდო – შლეგი მაჯნუნი... (პატრონმიჯ... მული) სახელს ეძებენ, არავის უნდა კაი კაძახი, კაი მიჯნური. ვასასიმ მითხრა – რად ვერ გეიგე, ამას ვამბობ და, ამას გაძახი – რამინას ვეძებ, თვარა ჭირიმე, რა პრობლემაა ჩემდა კაძახი? კლეოპატრამ ხომ შემეიხია – ხმის ჩახლეჩამდე აწია ტონი – გვირგვინოსანი ქალი ვარ, ბეჩა, ფეხებთან უნდა მეჯდეს ანტონი. ჯულიეტამაც მითხრა: რომეო, მეც ჩემი უნდა მყავდეს რომეო. სულაც რომ გაწყდნენ ტრუბადურები, რა ჭირად მინდა, უდღეურები? ყველას თავისი სურს გულიაში, მეც ჩემს პრინცს უცდი აქ, გურიაში. უნდებლარიენ რაცხა ზღაპარი, ან ასმენინე ზოგიერთს მითი. თუ სოლომონა მქვია სახელად, სად უნდა ვნახო მე სულამითი?
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
1 კომენტარი
ეს არის , ფართომასშტაბიანი სატირული ტილო! ქართულ პოეზიაში თუ არსებობს ლიტერატურული ეკლექტიკა, აი, ეს არის – მსოფლიო კლასიკის, მითოლოგიისა და ზღაპრების მთავარი გმირები (ლანცელოტი, ტრისტანი, დანტე, ანტონი, ტარიელი, მაჯნუნი) გურიაში გადმოასახლეთ და ნამდვილი გურული „პრეტენზიული“ ქალების კატალოგი შექმენით.
ამ ქალების (მინავრა, ნესტანი, იზოლიდა, ლიუდმილა, ბიჩე, ლეილა, ვასასი, კლეოპატრა, ჯულიეტა) სოციალური მოთხოვნები – იდეალურ, „სარგო“ კაცებზე – საბოლოოდ საბრალო სოლომონას ეგზისტენციალურ საგონებელში აგდებს: „სად უნდა ვნახო მე სულამითი?“
აქაური იუმორი, გურული კილო (რეიზა, რაცხა, კაძახი, შემეიხია, გადეეთრიე) და ლიტერატურული პაროდია უმაღლესი კლასისაა.