დაქსაქსული საქსები და
თავხოტორა ტაქსები,
ხან უსქესო სექსები და
ხან ურითმო ლექსები.
კვლავ ვემდური მოდურ მოდერნს,
რეტროს ვეალერსები
მიმაქანებს მე უკუღმა
რეალური რელსები
ეს სიტყვა ერეშ ქიგალის კიდევ ერთ ძალიან შთამბეჭდავ ნაწარმოებში – „მეგრული მოტივები“ გვხვდება. ეს ლექსი სრულიად განსხვავებული ტემპით, აკვიატებული რიტმითა და ემოციური ექსპრესიით გამოირჩევა:„მისოუსტ! მისოუსტ!! მისოუსტ!!!დამდევენ ზღვისფერი ლექსები.მისოუსტ! მისოუსტ!! მისოუსტ!!!რელსები! რელსები!! რელსები!!!“ამ ციკლში ავტორი მატარებლის, ლიანდაგებისა და „რელსების“ მეტაფორით გადმოსცემს მუდმივ მოძრაობას, წარსულისგან გაქცევას, ნოსტალგიასა და განშორების ტკივილს, სადაც გზა და რკინიგზა ბედისწერის სიმბოლოდ იქცევა.
1 კომენტარი