Once Upon a Time in Kakheti


ვირი ხარ და კამეჩიო,
ვერ გავიგე,რას მერჩიო?
თვარ გიყვარვარ ჩემო შიო,
დამეხსენ და 
შამეშვიო

და არ გნახო,ვეჟო,აწი
ხოხონაანთ მხარეშიო.
მოიშალე შენებური,
რომ დათვრები თარეშიო.

ახლოს აღარ გაგიკარო,
არც ჩაგიწვე მკლავებშიო,
არც გაკოცო ბაგეშიო,
ჩაგაყენო
შავ დღეშიო.

განა ერთი შენ ხარ შიო
ამ ჩვენს არე-მარეშიო?
კოცნით სხვანი დავამშიო..
-არც მჭირდები რამეშიო.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti10 საათის წინ

ხასიათი და დინამიკა: ეს ლექსი ნამდვილი თეატრალური სცენაა! ე.წ. „გაყრის“ ან „კოტრიალის“ მოტივებზე შექმნილ ხალხურ კაფიებს ჰგავს. პერსონაჟი ქალის (ან მთქმელის) ხასიათი არის ამაყი, ირონიული და აბსოლუტურად თავდაჯერებული. შედარებები („ვირი ხარ და კამეჩიო“), კონკრეტული ლოკაცია („ხოხონაანთ მხარეში“) და ფინალური დარტყმა („კოცნით სხვანი დავამშიო...“) ტექსტს საოცრად ცოცხალს, სასაცილოსა და დასამახსოვრებელს ხდის.ნამდვილი ერეშ ქიგალისეული სხარტი იუმორია!

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი