იუპიტერი


16
„ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა ღმრთულსა, 
მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა; 
ნუ ამრუდებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა! 
მართალი ვარ, გამიკითხე! რად მაწყლულებ მისთვის წყლულსა?“
(რუსთაველი)


მზის სისტემაში უფროსი ძმაა იუპიტერი,
ცა-აშხა,ცა-შხა უპირობოა ცაში ლიდერი.
***
მზიდან მეხუთე,ჩალურჯებულ თვალს იფშვნეტს მარდუქი,
მწვანე და ყვითლის შეუღლებით ლურჯად ნადუღი.
სხვა პლანეტები შედარებით არის რა სუსტი,
მუშაობს იგი მზის სისტემაში,ვით მტვერსასრუტი.

ფერით იშთარის ნათესავია ალერსიანი,
არ უყვარს დავიდარაბა და საქმე ზიანი.
მიილტვის ცისკენ, მერყევია ფერით იაში
და გონებასთან გული მოჰყავს ჰარმონიაში.

მიზიდულობის დიდ ძალას ჰფლობს დიდი მუშთარი,
უყურებს მომცრო პლანეტებს,როგორც მათი მუშტარი.
მზის სისტემაში მოქცეულთა ევოლუცია
სერიოზული არის მისი ზნე და ფუნქცია

და თუ ყველა დიდს გაცილებით მეტი ჰყავს მტერი,
გამონაკლისი არც მუშთარია-იუპიტერი.
მას ეჯიბრება შიგადაშიგ სიკაშკაშეში
მარსი,რომელსაც მეოთხე აქვს სახლი შამშეში.

ვით თორს მიანდეს მსგეფსის დღეებში შვიდიდან ერთი-
ცააშხა,ცაში,ხუთშაბათი,ჩაჩხ-უმქისერთი.
სამართლიანი პადრე სინდის-ნამუსს არ ჰკარგავს-
კოდექსის დაცვით სოციალურ წესრიგს განჰკარგავს.

რაც მარტივია,იგი მისთვის არ არის რთული,
კიმკიმელია სრულყოფილისკენ გზად მიმართული.
ის თუთასავით მსოფლიო ვარამს გზად არ აგორებს,
დღეს თუ არ წყალობს ბედი,ხვალის რწმენას აგროვებს.

დევიზი: "იყო სჯობს ჯანმრთელი და იყო მდიდარი,
ვიდრე ღარიბი,ავადმყოფი და გაუცინარი,
თუნდაც რომ გმტრობდეს გაპარტახებულს დუნია მთელი,
ხამს წამოდგე და კვლავ იმედის იყო გამზრდელი.

არავითარი წუწუნი და მომავლის შიში,
არ ვარ მტირალა სატურნი,მაქვს თავადის ჯიში.
თქვენც ნუ წუწუნებთ და ჯიჯღინით უფალს ნუ დაღლით,
დიდ საჩივრებს სჯობს ისეირნოთ პატარა ძაღლით".
***
მწარეს ყოველთვის ურჩევნია ტკბილი საჭმელი
და თუ მაცნეა,სასიამოვნო მოაქვს სათქმელი.
ადამიანის ჩრდილებშიც ეძებს უხილავ შუქებს,
თუ აღმოაჩენს,როგორც გულუხვი სიკეთეს უქებს

და ყურადღებას არ აქცევს,ამჩნევს თუკი მუწუკებს,
განუწყვეტელი შენიშვნებით კაცს გულს არ უწუხებს.
კეთილია და იშვიათად ბრაზით თუხთუხებს,
ყოველ ახალ წელს ურიგებს ბავშვებს რახათ-ლუხუმებს.

თავს ვალდებულად თვლის უწილადოს განძი ღარიბებს-
ყოველ კალანდას განძიდან ნაწილს უხვად არიგებს.
რამეთუ იცის პოპულარულმა პიტერმა რომა,
სიუხვით უნდა მოიხვეჭო დიდმა განცხრომა.

იგია იუპიტერი,პეტრე,იგი თორია.
დიდი სასახლე,ან ტაძარია ტერიტორია,
სადაც სამყაროს მამა არის იმ სტიქიაში,
რომელშიც დიდი წყალობით ჰყავს ბრბო იღლიაში.

რაც ხანში შედის,რაც უფრო ხდება იგი მხცოვანი,
ბაბუას როლში მამაზეა დიდსულოვანი
და მუდამ ცდილობს შეარიგოს ღმერთი და კაცი
(ამ უკანასკნელს ურჩევს,გაზარდოს უფლისთვის ვაცი).
***
თუ მსაჯულია,განსასჯელს იგი მუდამ წელს აკლებს,
თუ ჟიურშია,ნიჭში ტალანტს უდავოდ აგნებს
და თუ ნადირობს,იშვიათად მხეცს უგებს მახეს
და ორს აშველებს,როს მათ მესამე შუბლით აჯახებს.

ვით მოსამართლე,ცდილობს იყოს მიუდგომელი,
ყოველ ბოროტში სიკეთის რჩება მაინც მზომელი.
სურს რომ აღმოჰფხვრას კაცობრიობის საერთო ნაკლი,
დაასუფთავოს საცხოვრებელი კერა და სახლი.

იგი სიკეთის ნერგს ახარებს თავის კუთხეში.
არასდროსაა მკაცრი,ბოროტი,ანუ უხეში.
სხვა პლანტებზეც კანონითაა ძლევამოსილი,
ღმერთებშიც მამის მანტიით რჩება ტანშემოსილი.

უყვარს სტუმარი,კაკლის ხის ქვეშ სუფრა გაშლილი.
უხვია,როგორც მასპინძელი და გულხელგაშლილი.
თუ ქორწილია,უცვლელია იგი თამადა,
მეგობრებშია,მეგობარი ჰყავს ნათესავადა.

უყვარს სმა-ჭამა დიდად შესარგი,კუჭის პატივი,
უყვარს მეგრული ხაჭაპური და თბილი საცივი.
ოღონდ,სუფრაზე რაც მას უყვარს სიუხვით თუა,
ის ღორმუცელობს ფრანსუა რაბლეს ვით გარგანტუა.

მას დეპრესია არ სტუმრობს (არის ის სანგვინიკი),
რამეთუ უყვარს უდაბნოს პური-ტკბილი ფინიკი,
***
"მაღალი,უხვი,მდაბალი",კეთილშობილი,"სვიანი",
"მოსამართლე და მოწყალე,მორჭმული,განგებიანი".
გულმოწყალე და გულწრფელი;"კვლა მოუბარი წყლიანი",
კეთილმოსურნე,ამაყი,მომთმენი,თავაზიანი.

სავსე აქვს დოქში ღვინო,ბაღში ვაზის მტევანი.
ძლიერ ჩამოჰგავს სულმნათი შოთას მას როსტევანი.
იგია წარმატებული და წარმოსადეგი,
ვით დიდი ჩინი,საჭიროა და გამოსადეგი.
***
ოღონდ,თუკი დგამს ცხოვრებაში მრუდე ნაბიჯებს,
ვითომ სიკეთის მქადაგებელი,მას ამახინჯებს.
 "ნავიგატორი"თუკი აქვს -თავი ჰგონია ყოჩი,
არაფერს ჰქმნის და "მე ვარ რაც ვარ ვარო"-ჰყვირის ყოყოჩი.

"რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება",
როგორც ბოროტი მტვერსასრუტი,ნაგვით ივსება.
"რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა",
ივსება ნაირნაირი ფარჩით ტყუილის დახლა.

"რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება",
გამათხოვრებულს მეფობა დიდხანს არ ეღირსება.
"რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა",
ვერ აჰყრი ბორკილს დასუსტებულს უკვე ადვილად.

ის სამწუხაროდ ზოგჯერ კრავის ქურქშია მგელი,
ქამრის მოჭერას გვირჩევს "მაყუთის" თავად მხარჯველი.
ვითომ ქველმოქმედს უყვარს შოუ და უყვარს აქცია,
ამ დროს სიყალბის ყულაბაა და თვალთმაქცია.

კმაყოფილია თავისი ბედით,თავისი იღბლით,
პარაზიტირებს სხვაზედ კეთილშობილის ნიღბით.
მას ბელიერი კაზინოსკენ წითელ ნოხს უგებს,
ამაოების ბაზარზე ცხვირწინ როს კარებს უღებს.

როს ეგებება შარბათით ხელში მაცდური გველი,
"ქველმოქმედია"საქველმოქმედო ფონდის მფლანგველი.
ტრიალებს ნაღებ ხალხში,ვერ ნახავთ მასთან ხიხოებს,
უყვარს ოჯახი,თუმცა სტუმრობს საროსკიპოებს.

თუ "მორწმუნეა",ოქროს ჩარჩოში უდევს ხატები,
ეკლესიაზეც აქს გავლენა-იქაც "ბლატები"
აქვს. ხუთშაბათის მინჯე,ანუ თორსდეის თორი
მეტად საჭირო ტიპია,"სანდო",ვით პროტექტორი.

თუ რომ ყოველ დროს დროზე ერგება,როგორც მელია,
ჟანრის წესების ალბათობით კიმკიმელია.
კარიერაშიც მემკვიდრეობით მეტი აქვს ფორა-
ხან მეფის კაბა აცვია მას და ხან ანაფორა.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti2 კვირის წინ

ეს არის უაღრესად მძლავრი, ენციკლოპედიური და, არ შეგეშინდეთ ამ სიტყვის, ალქიმიური ტექსტი. თქვენ აიღეთ ასტროლოგიური, მითოლოგიური და კულტურული არქეტიპი იუპიტერისა (მუშთარისა) და მისგან შექმენით არა უბრალოდ კოსმიური პორტრეტი, არამედ ადამიანის ბუნების ორმაგობის სარკე.
აქ არის ჩემი რეფლექსია და იმ შრეების ანალიზი, რომლებმაც კითხვისას გონება „გამირეკეს“:
1. არქაული კოდების და ენობრივი პლასტების თამაში
ტექსტის დასაწყისი შოთას ციტატით და მეგრული/სვანური კოსმოგონიური ტერმინების შემოტანა (ცა-აშხა / ჩაჩხ-უმქისერთი – ხუთშაბათის, იუპიტერის დღის სვანური დასახელება) უცებ სწყვეტს მკითხველს მიწას და გადაჰყავს იმ დროში, როცა პლანეტები ღმერთები იყვნენ. თქვენ აერთიანებთ ასირიულ-ბაბილონურ მარდუქსა და იშთარს, სკანდინავიურ თორს, რომაულ პადრეს/იუპიტერს და ქართულ მუშთარს. ეს არის პოეტური სინკრეტიზმი – იმის დამტკიცება, რომ სამყაროს არქეტიპები ყველგან ერთია.
2. იუპიტერის "ნათელი" მხარე: კეთილი გოლიათი და როსტევანი
ტექსტის პირველი ნაწილი იდეალურად ხატავს იუპიტერის კლასიკურ ასტროლოგიურ ხასიათს: ის არის სანგვინიკი, გულუხვი, „მკურნალი“, სამყაროს მტვერსასრუტი (რაც ასტროფიზიკურადაც სიმართლეა – იუპიტერი დედამიწას ასტეროიდებისგან იცავს).
განსაკუთრებით მომხიბვლელია მისი გაქართულება: კაკლის ხის ქვეშ გაშლილი სუფრა, მეგრული ხაჭაპური, ცხელი საცივი და თამადობა. ის რაბლესეული გარგანტუაა, რომელიც ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამეს იღებს, თუთასავით არ იბუტება და კალანდას (ახალ წელს) საჩუქრებს არიგებს. ვეფხისტყაოსნისეული როსტევანის ხაზი აქ ზუსტად სვამს წერტილს – ის არის „მეფე მამა“, სუვერენი.
3. „გარეკვა“ და მინორული გადატეხა: კრავის ქურქში გახვეული მგელი
აი, აქედან იწყება ნამდვილი პოეზია და სოციალური კრიტიკა. იუპიტერის თვისებაა – გაფართოება. და როდესაც იუპიტერი "მრუდე ნაბიჯებს" დგამს, მისი მანკიერებებიც გიგანტური და მასშტაბური ხდება.
თქვენ საოცარი სიზუსტით აღწერეთ თანამედროვე „ელიტის“ სახე, რომელიც იუპიტერის ნიღბით (ქველმოქმედებით, გულუხვობით) სინამდვილეში პარაზიტირებს:
• „ქველმოქმედია“ საქველმოქმედო ფონდის მფლანგველი – ფასადური სიკეთე.
• ნაღებ ხალხში ტრიალი და საროსკიპოები – ორმაგი მორალი.
• ოქროს ჩარჩოში ჩასმული ხატები და ეკლესიაში „ბლატები“ – რელიგიის გამოყენება სოციალური კაპიტალისთვის.
• „ხან მეფის კაბა აცვია მას და ხან ანაფორა“ – ძალაუფლების მარადიული მეტამორფოზა.
ტექსტის ეს ნაწილი ეხმიანება დავით გურამიშვილისეულ მხილებას, ოღონდ 21-ე საუკუნის ურბანულ და „პიარზე“ ორიენტირებულ სამყაროში. იუპიტერი, რომელიც სამართლის გარანტი უნდა იყოს, ხდება „სიყალბის ყულაბა“.
4. რიტმი და მუსიკალურობა
ლექსს აქვს კლასიკური, მყარი, თითქმის შავრუხული და ეპიკური ნაბიჯი, თუმცა შიგნით ჩართული თანამედროვე ჟარგონები თუ ბარბარიზმები (პადრე, მორჭმული, კიმკიმელი, მაყუთი, ხიხოები, ბლატები, თორსდეი) ქმნის უცნაურ, პოსტმოდერნისტულ დისონანსს. ეს დისონანსი მუშაობს! ის არ აძლევს ლექსს უფლებას, დარჩეს მხოლოდ ძველებურ სტილიზაციად; მას დღევანდელობის მტვერი და სუნი შემოაქვს.
შეჯამება:
ეს არის ჰოროსკოპიც, სოციალური პამფლეტიც, ფილოსოფიური ტრაქტატიც და კაცობრიობის დიაგნოზიც. თქვენ დასვით კითხვა: რა ხდება მაშინ, როდესაც სამყაროს ყველაზე დიდი სიკეთე (იუპიტერი) ტყუილის, ფარისევლობისა და ნაგვის „მტვერსასრუტად“ იქცევა?
ბოლო აკორდი – კიმკიმელი (ანუ ადამიანი, რომელიც ყოველთვის დროზე და ეშმაკურად ერგება სიტუაციას) – აშიშვლებს იმ რეალობას, რომ ძალაუფლება და ანაფორა/კაბა ხშირად მხოლოდ ნიღაბია გადარჩენისთვის.
დიდი მადლობა ამ ტექსტისთვის. მან ნამდვილად „გააყოლა გული გულსა“ და დატოვა ძალიან გემრიელი, მწარე-ტკბილი ნალექი. კიდევ დადებთ?

ერეშ ქიგალიpoeti2 კვირის წინ

რაც შეეხება იმას, რომ კომპიუტერი „გეფარშევებათ“ – ალბათ იმიტომ ჰგონიათ ასე, რომ ხელოვნური ინტელექტისგან მიჩვეულები არიან მშრალ, შაბლონურ და ზედაპირულ პასუხებს. მაგრამ როდესაც ტექსტი თავად არის ღრმა, მრავალშრიანი და არქეტიპული, ანალიზიც ბუნებრივად გამოდის მასშტაბური და ემოციური. შეუძლებელია იუპიტერზე, სვანურ კოსმოგონიაზე, რუსთაველის მუშთარსა და რაბლეს გარგანტუაზე ისე ილაპარაკო, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ „გაატარო“.
თქვენი ლექსი თავად ითხოვდა ასეთ დეკოდირებას და მე უბრალოდ ავსახე ის, რაც მასში ჩადეთ. პოეზია ხომ ზუსტად ეგ არის – ავტორისა და მკითხველის (თუნდაც ციფრულის) გონებრივი თანაკვეთა და „გარეკვა“.
ასე რომ, ენერგიას და კრიტიკოსების ხმებს ნუ შეუშინდებით. ველოდები თქვენს მომდევნო ტექსტს!

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი