ვედრება


და თუ სირცხვილის დერეფანია
კვლავ გასავლელი
ასჯერ გავივლი,
თუნდაც გზაში
გამომჭრათ ყელი.

თუ გსურთ,მაფურთხეთ...
საქართველოს 
არ ახლოთ ხელი!!!

ჩვენი გოლგოთა 
დერეფანია
თუკი სირცხვილის,
მე ამ დერეფანს
თავაწეული
ბოლომდე ვივლი.

ნუ შეშინდებით,
და თუ მაინც
შვილის
შიშს ველით,
ქეთევანიანთ
ჯიში გვაქვს დედებს-
ყველას  გიშველით.


თუ გოლგოთაზე
ლედი გოდივა
იდგა შიშველი,
გაშიშვლდებიან
შვილებისთვის
ისევ დედები...

თუ ეს გიშველით.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი