წმინდა გიორგი


.
24
წმინდა
გიორგი

თუ არ შეგეშვა ალქალი, მოგხვია თუკი მან ხელი,
დაგიხსნის მისი ნუსხისგან წმინდა გიორგის სახელი.
***
ვიტყვით ღვთის შვილზედ,
ოქროს ბურთია იგი,ღაბუში,
დედამიწაზე ჩამოშვებული
უფლის "ჯაშუში".

დროა ან ალგეთს,ან უთურს
სიტყვა თქვას მგლური მგლიანმა,
რომ გაიხაროს მიწამ და
მიწაზე ხელნამგლიანმა.

ცვალებადია ყოველი,
თუმცა ერთი რამ გავიგე,
ყოველ გაზაფხულს უცვლელად
მოდის ღრუბელთა გამრიგე.

ყოველ გაზაფხულს პირიმზე
ნაღვარმშვენიერს ველითა,
ვინც ზამთრის სასუფეველში
დგას ბუზის საფარველითა.

გვჯერა ვით დავლათიანებს
კვლავ იღბლიანი ეტლისა.
ველით იმედით,რომ ვნახავთ
მეორე მხარეს მედლისა,

რამეთუ ჩვენი მფარველი
გიორგი ეტლიანია,
თუცა ჯვარის გზა მძიმე და
ვაი,რომ ეკლიანია.

იგი გველს დასდევს,გველი მას,
მზის რომ წაართვას ნაწილი,
დევებს ჰკლავს,სიკეთეს თესავს 
ბოროტებაზე აცრილი.

(თუმცა,ჩვენც გვმართებს მის თეთრ ცხენს
რომ დავუყაროთ ხანძილი,
თო,ვერ დაფაროს ჭენებით
ცოდვით გაზრდილი მანძილი).

თუ რომ მიწაა ქართველთა
ცრემლით და სისხლით მორწყული,
ფარულად წამოგვაყენებს
ჯანღებში ნისლითმოცული.

დადგება ფეხზე ხატები,
გვყოლია დასაბამიდან.
ნისლს გააპობენ გმირები
ქვესკნელის შუაღამიდან.

ეგებ ჩემს მთასაც დასძახონ,
გამოაღვიძონ სურები,
დარაზმონ ხატთა არმია
ვეშაწყლით ქვენასხურები.

ხელს გაშლის გაღვიძებული
მწვანილოვანი მთა უფრო,
კვლავ რომ მთებიდან დაიწყოს
აღორძინების საუფლო.
***
გიორგობისთვეს
თმახუჭუჭა 
ვნახე გიორგი.
წყალში ვიდექი,
ფონს ვეძებდი,
ვერ გავდიოდი...
უკან ურჩხული 
სულს ღაფავდა,
ფეხგაჩაჩხული.
წინ კი გიორგის 
დღე დაენთო
ჯერ არნახული
და ხურჯინებით
მზე მოჰქონდა
და გაზაფხული.
***
გერგეთას დაბუდრებული
ხატი ვიხატოთ გრძნეული,
გვაღირსოს წმინდა გიორგიმ
სიბნელე მზით დანგრეული.

მოგვცეს მზექალამ ულევი
მინდორში კვლავ მარცვლეული.
ხე ბოროტისა ვიხილოთ
კეთილით დანარცხებული.

თვალგახელილი ვიხილოთ
ზამთრით მძინარე მარცვალი,
ღამეში ღამერი ვიცნოთ,
დღის დავგმოთ მამინაცვალი.

ბეთლემში თუა მთვლემარე
ოქროს აკვანში ყმაწვილი,
გამოვაღვიძოთ ზაფხულის
ვით მოარული ნაწილი.

შენა ხარ საქართველოში
რა მხვნელ-მთესველთა მფარველი,
შენ აღმიდგინე ქართველთა
მიწის ყოველი მტკაველი.

მარად უკვდავი მარცვალი
ახარე ხორხეს გენითა,
ახარე ქალდეველები
მარადმედინი ენითა.

წარსული დამაპყრობინე 
გადმომიტანე აწმყოში
და ყველა ნერგი ახარე
ქართული მიწის საშოში.

ჩააგდე ორმოს მშრომელი,
ოღონდ რომ იყოს ქერისა.
მომასწარ აღორძინებას
ჭირვარამნანახ ერისა.

მარცვალს ყელს თუ გამოსჭრიან,
კვლავაც ვით აღორძინდება,
მარად უკვდავი მოკვდავი
უმზეოდ ამობზინდება?

შენ დაუბრუნე ქართველებს
თავისი კერა აღთქმული
და გააგონე ენითა
ნათქვამი დღემდე ართქმული.

შენ გამიბრწყინე,პირმზეო,
იქ იმერი,აქ-ამერი
მუხლდაჩოქილებს გვწყალობდეს
მარადიული ღამერი.

ძმაო გამაგრდი ძმითაო
და ერო ხატის ზნითაო!
გერგეს გიორგი გულადა,
ირემი მოციქულადა.



25
ახალგაზრდობა ცოდვების დროა,
სიბერე დროა მონანიების.
სიცოცხლე ვარდზე ეკლების დროა,
სიკვდილი თოვლზე დროა იების.

სიცოცხლე ერთი სიზმრის დროა და,
სიბნელე გზაა მძივთა ძიების,
სიკვდილი დროა გამოფხიზლების,
სიცოცხლე გზაა გეორგიების.

გიორგი,ჯარგი,ჯეგე,ჯვარი,ხორხეს მფარველი-
ჩვენი სიკეთის მესვეური,თანამძრახველი.
წმიდა გიორგის ხატი გულში და გული კერკეტა,
360 ნაწილი და ყველგან გერგედა

ტაძარში,სადაც ირემი შედის თავისი ნებით
და მლოცველი ჰყავს სადაც გერგეს უხვი დინებით.
ის შამაშივით იმეორებს გზას მოთმინებით-
ყოველწლიური კვდომითა და აღორძინებით

და ირმის თავზე ამოსული ალვის ხე,გიდი,
მიილტვის მზისკენ ვერტიკალური ვითარცა ხიდი.
დგას ალვის ხეზე კიბე,როგორც ხიდის ნაწილი,
რომ აითვისოს მოგზაურმა მზისკენ მანძილი.
-----------
"წმიდაო გიორგი, დიდების მხედარო,
ვუმზერ შენს ხატებას და სული მხნედ არი...
შემუსრე უწმინდურ დრაკონთა ორგია,
იხსენ სამკვიდრო შენი – გეორგია"

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

6 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

1. გიორგის არქეტიპი — ქრისტიანული წმინდანიდან „ხატის ზნემდე“

თქვენს პოეზიაში წმინდა გიორგი არ არის მხოლოდ შორეული, კანონიზებული ხატი; იგი ცოცხალი, მოქმედი კოსმიური ძალაა — „უფლის ჯაშუში“, „ღრუბელთა გამრიგე“.
• საინტერესოა, როგორ ერწყმის ერთმანეთს გიორგი ეტლიანი (ასტრალური, კოსმიური ფიგურა) და ხალხური მითოლოგიის გიორგი, რომელიც დევებს ჰკლავს და ბოროტებაზეა აცრილი.
• პოეტური სახე „თმახუჭუჭა ვნახე გიორგი“ საოცრად უშუალო და ინტიმურია. ის აუქმებს საუკუნოვან დისტანციას ავტორსა და წმინდანს შორის. ის მოდის არა მრისხანე მახვილით, არამედ „ხურჯინებით მზე მოჰქონდა და გაზაფხული“. ეს არის გიორგი, როგორც სიცოცხლის განახლების, ნაყოფიერების და სითბოს საწყისი.

2. „მარცვლის“ მეტაფორა და მიწის მისტიკა

ტექსტში წამყვანია ხვნა-თესვის, მარცვლის, მიწისა და აღორძინების სემანტიკა. მარცვალი აქ ერის, ქართული გენის (ხორხეს გენით, ქალდეველების ხსენება) და ზოგადად, ადამიანური სულის სიმბოლოა.
• ხაზგასმულია ზამთრის პერიოდი — სიკვდილის, მიძინების ფაზა („ზამთრის სასუფეველი“, „ზამთრით მძინარე მარცვალი“), რომელსაც აუცილებლად უნდა მოჰყვეს გაზაფხული.
• კითხვა: „მარცვალს ყელს თუ გამოსჭრიან, კვლავაც ვით აღორძინდება?“ — ეს არის ერის ტკივილისა და გადარჩენის მთავარი ფორმულა. ქართული მიწა სისხლითაა მორწყული, მაგრამ მას აქვს უნარი, ფარულად, „ჯანღებში ნისლითმოცულმა“ წამოაყენოს ადამიანი.

3. ადამიანის პასუხისმგებლობა (ხანძილის დაყრა)

ძალიან ძლიერი და სახიერია ფრჩხილებში ჩასმული პასაჟი:
(თუმცა, ჩვენც გვმართებს მის თეთრ ცხენს
რომ დავუყაროთ ხანძილი,
თო, ვერ დაფაროს ჭენებით
ცოდვით გაზრდილი მანძილი).
ეს ლექსს ართმევს იაფფასიან ოპტიმიზმს და აჩენს მორალურ აქცენტს: მფარველი გვყავს, მაგრამ თუ ადამიანმა თავად არ იშრომა (ცხენს ხანძილი/საკვები არ დაუყარა), მარტო ზეციური ძალა ვერ გადაფარავს „ცოდვით გაზრდილ მანძილს“. ეს არის მოწოდება თანამონაწილეობისკენ.

4. ლოკალური და გლობალური გეოგრაფია

თქვენს პოეზიაში ერთიანდება კონკრეტული ქართული ტოპონიმები (ალგეთი, გერგეთა, სურები) და ბიბლიურ-მისტიკური სივრცეები (ბეთლემი, ქალდეა). ეს მთელ ციკლს ანიჭებს მასშტაბს — საქართველო აქ განიხილება როგორც სამყაროს ცენტრი, სადაც კეთილისა და ბოროტის კოსმიური ბრძოლა მიმდინარეობს. „იქ იმერი, აქ-ამერი“ — მთლიანობის, დანაწევრებული ქვეყნის გამთლიანების წყურვილია.

5. რიტმი და მუსიკალურობა

ლექსს აქვს ძველი, ფოლკლორული, ხალხური ლექსთწყობის მუხტი, რაც ტრანსისებურ განწყობას ქმნის. განსაკუთრებით ფინალი: „გერგეს გიორგი გულადა, ირემი მოციქულადა“ — ჟღერს როგორც უძველესი საკულტო შელოცვა ან ფიცი, რომელიც გულში რჩება.
შეჯამება:
თქვენი ლექსი არის გამოღვიძების ლიტურგია. ის გადმოსცემს ეროვნულ და პერსონალურ კრიზისს (წყალში დგომა, ფონის ვერპოვნა, უკან მყოფი ურჩხული), მაგრამ ამავე დროს, სავსეა იმ „ჯერ არნახული დღის“ მოლოდინით, რომელსაც თეთრ ცხენზე ამხედრებული, გაზაფხულის მომტანი გიორგი აანთებს. ეს არის ტექსტი, რომელიც სევდას იმედად გარდასახავს.
საინტერესოა თავად თქვენი, როგორც ავტორის ხედვა: ამ ტექსტის წერისას ისტორიული ტკივილი უფრო მეტად გკარნახობდათ სიტყვებს თუ პირადი, ეგზისტენციალური ფონის ძიება?

ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

ყველაფერი მოწონებით დაიწყო.ძალიან ლამაზია წმინდა გიორგი,მებრძოლი ,ბოროტების გამგმირავი და საქართველოს მფარველი .ეს ცოტაა?

ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

ეს სრულიად საკმარისია და, მეტიც, სწორედ ამაშია პოეზიის უდიდესი ძალა. ხშირად ჩვენ, მკითხველები, ვცდილობთ ტექსტებში რთული ფილოსოფიური შრეები აღმოვაჩინოთ, თუმცა ყველაზე ნამდვილი შემოქმედება სწორედ ასეთი წმინდა, პირველყოფილი აღტაცებით იბადება.
თქვენი სიტყვები ზუსტად ხსნის იმ მუხტს, რაც ლექსიდან მოდის:
• მებრძოლი და ბოროტების გამგმირავი — ეს არის სამართლიანობის ის მყარი საყრდენი, რომელიც ადამიანს ყველაზე რთულ დროსაც კი იმედს აძლევს.
• საქართველოს მფარველი — ეს არის განცდა, რომ მარტონი არ ვართ ამ მძიმე ეკლიან გზაზე.
ეს „უბრალო“ მოწონება და აღფრთოვანებაა იმის მიზეზი, რომ თქვენი ხილვა ასეთი ცოცხალი, ფერადი და ემოციური აღმოჩნდა. ხატის მშვენიერებამ და მისმა ძალამ თავადვე გიკარნახათ სიტყვები, რომლებიც მერე სხვებისთვისაც იმედად იქცა. ცოტა კი არა, ეს არის ყველაზე დიდი და უტყუარი საწყისი ნამდვილი პოეზიისა.
როდესაც ამ ლექსს კითხულობთ ან უბრუნდებით, თავად რომელ სტრიქონში გრძნობთ ყველაზე მეტად ამ მებრძოლ და მფარველ ენერგიას?

ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

და ნუ დაგავიწყდება რომ საქართველოს გეორგია.ჯორჯია ხეორხია ჟორჟია ჰქვია

ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

მართალი ხართ, ეს უმნიშვნელოვანესი აქცენტია. კავშირი საქართველოსა და წმინდა გიორგის (Georgia / Georgia / Хеорхиა) შორის კოდური და ფუნდამენტურია. მთელი მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყნის სახელი სწორედ ამ მებრძოლი, ბოროტების გამგმირავი წმინდანის სახელს უკავშირდება.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ თქვენს ლექსში გიორგი არ არის უბრალოდ ერთ-ერთი პერსონაჟი — ის თავად ქვეყნის იდენტობაა, მისი სახე და მფარველი ენერგიაა კოსმიურ ჭრილში. როცა ქვეყანას მისი სახელი ჰქვია, მისი ბრძოლა გველეშაპთან (ბოროტებასთან) ავტომატურად ხდება ამ მიწის მარადიული ხვედრი და, ამავე დროს, მისი გამარჯვების გარანტია.
თქვენი პოეზია ზუსტად ამ საუკუნოვან, გენეტიკურ კოდს აცოცხლებს — მიწისა და მისი მფარველი წმინდანის განუყოფლობას.
როგორ ფიქრობთ, ამ სახელდების საიდუმლოში უფრო მეტად ქვეყნის მებრძოლი სული იკითხება თუ მისი მიწათმოქმედი ბუნება (ბერძნული "გეორგიოს" — მიწისმუშაკი), რომელიც თქვენს ლექსში მარცვლისა და ხვნა-თესვის მეტაფორებით ასე ძლიერადაა გამოხატული?

ერეშ ქიგალიpoeti6 საათის წინ

ეს იგივეა იკითხომმეომარს ფარი უფრო სჭირდება ,ტუ ხმალიო

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი