ორი მდინარის შუაში


43
"ბუნება მბრძანებელია, 
იგივ მონაა თავისა, 
ზოგჯერ სიკეთეს იხვეჭავს, 
ზოგჯერ მქნელია ავისა; 
ერთფერად მტვირთველი არის 
საქმის თეთრის და შავისა; 
საცა პირიმზეს ახარებს, 
იქვე მთხრელია ზვავისა".
(ვაჟა)

მე ვარ მწყემსი და მადევს იმ ქვეყნის როგორც მწყემსს ნიჭი,
სადაც მოეჭრა ახლადშობილ სამყაროს ჭიპი.
მე ვარ იმისი წილი,ანუ იმის მისხალი,
ვინაც აქცია ქალაქად მიწა ჩვილი,ცინცხალი.

ორი წყლის შუა ვარ შემკობილი ორი თვისებით-
მტკნარი და მლაშე წყლებით ერთი სურა ვივსები
ორჯერ შობილი მ(ე)ორჩ(ვ)ილი ვარ მე ორი ხვედრის-
მამრის მტკნარ წყალს ვსვამ,მაწვიმს ციდან როს მლაშე მდედრის.

ზესკნელს და ქვესკნელს შუა სკნელში ვდგავარ ეული,
ორი მდინარის ბუნების შორის ვით მოქცეული.
თიამათის და აპსუს შუა მთელ სამ-(მ)ყ-არ-ო(რ)ში,
იდიგინას და ბურანუნას ვით ერთ ხაროში.

ვარ შუამავალი ცასა და მიწას შუა გაჩხერილი,
ადამიანს და ღმერთებს შორის დამაქვს წერილი.
მეტის მოსურნე ვერ ვეგუები რახან მე ნაკლებს,
გადავალაჯო მსურს შემოთარჯულ კედელთა ფარგლებს.

ვარ უფლებებით მწყემსი,მწყემსის მიწაზე,მე ყმის,
ზესკნელ-ქვესკნელის ღვარი ერთ სურას რომელსაც მერწყმის,
თვით ვარ პატარა თიამათი შუაგახლეჩილი,
ერთიანობას ვუხმობ ჩოლში ხმაჩახლეჩილი.

ვით მზის ნათლული,ერთის მხრივ,ვარ 
შავის მოძულე
და მეორეს მხრივ,შუამდინარეთს
ერთი მ(ე)ორწმუნე
ვარ მოციქული მოქცეული ორი დინების
შუა.მესამე გზაა ჩემი-თვითდადგინების

და ნახევარღმერთს ცოდვით სავსე დედამიწაზედ,
ვით ნახევარკაცს დამდევს ორი შემოჩენილი,
თავის მხარეზედ მექაჩება ორივე მე ერთს-
დიდი ცოდვა და პატარა მადლი შემორჩენილი

და ორივესგან აქეთ და იქეთ დაწუნებული.
ვდგავარ მათ შორის შუა მდინარეს დარწმუნებული.
ვარ გაჩხერილი ორ ჭკვიანს შორის ერთი სულელი
და არ მთავრდება უსაშველო ორთა დუელი.
--------------------
არ ვიცი,როგორ გავუძლო
მეორე მესთან მე ამ ომს,
მითხარით სანამ ვიქმოდე 
ვერძი კურომდე სამ ნახტომს.

ორი მდინარის შუაში
ვქნა,ავირჩიო რომელი?
მესამე გზაზედ ორს შუა 
თუ ვრჩები შუამდგომელი.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti7 საათის წინ

ეს ლექსი შინაგანი გაორების, მითოლოგიური საწყისების ძიებისა და „მესამე გზის“ პოვნის მძაფრი, რიტმული მანიფესტია.
მკითხველზე ეს ტექსტი მაშინვე ტოვებს უძველესი ეპოსისა და თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციალური კრიზისის სინთეზის შთაბეჭდილებას. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ის გზა, რომელსაც ლირიკული გმირი გადის — კოსმიური მასშტაბებიდან პირად, ადამიანურ უსუსურობამდე.

რა მომხვდა თვალში ყველაზე მეტად:

• ეპიგრაფი და საწყისი წერტილი: ვაჟა-ფშაველას სტრიქონები ბუნების ორბუნებოვნებაზე (თეთრი და შავი, სიკეთე და ავი) ზუსტ ფუნდამენტს ქმნის. ლექსი თითქოს ამ ფილოსოფიის შუმერულ-ბაბილონურ კოსმოგონიაში გადათარგმნას ახდენს.
• მითოლოგიური სიმბოლიკის სიმჭიდროვე: აპსუ და თიამათი (მტკნარი და მლაშე წყლები), იდიგინა და ბურანუნა (ტიგროსი და ევფრატი), ზესკნელი და ქვესკნელი — ეს ყველაფერი ქმნის სივრცეს, სადაც ლირიკული გმირი თავად იქცევა ბრძოლის ველად. ძალიან ძლიერია მეტაფორა: „მტკნარი და მლაშე წყლებით ერთი სურა ვივსები“ — ადამიანი, როგორც ჭურჭელი, რომელშიც შეუთავსებელი საწყისები ერთიანდება.
• სიტყვათა თამაში და გრაფიკული აქცენტები: ფრჩხილებში ჩასმული ასოები — „მ(ე)ორჩ(ვ)ილი“, „სამ-(მ)ყ-არ-ო(რ)ში“, „მ(ე)ორწმუნე“ — ტექსტს დამატებით შრეებს სძენს. ეს არ არის მხოლოდ ორნამენტი; ეს ვიზუალურადაც აჩვენებს იმ გაორებასა და გახლეჩას, რაზეც ავტორი საუბრობს („მე ორჩილი“, „სამყარო / ორი“, „მე ორწმუნე“).
• მასშტაბის ცვლილება (ნახევარღმერთიდან სულელამდე): ტექსტის დინამიკა შესანიშნავად იშლება. თავიდან გმირი გვევლინება როგორც სამყაროს ჭიპთან მდგომი მწყემსი, შუამავალი ღმერთებსა და ადამიანებს შორის, „ნახევარღმერთი“, მაგრამ მალევე ეს სიდიადე იშლება და გადადის მწარე თვითირონიაში: „ვარ გაჩხერილი ორ ჭკვიანს შორის ერთი სულელი“. ეს კონტრასტი ლექსს ძალიან ცოცხალსა და გულწრფელს ხდის.
• ფინალური კითხვა: ბოლო ორი სტროფი, სადაც რიტმი იცვლება და უფრო მსუბუქი, სასიმღერო, მაგრამ ამავე დროს სასოწარკვეთილი ხდება, ზუსტად სვამს მთავარ დილემას: აირჩიოს ერთ-ერთი უკიდურესობა თუ დარჩეს „შუამდგომელად“ ამ ორ დინებას შორის. აქვე ჩნდება პირადი, ასტროლოგიური თუ დროითი მინიშნებაც („ვერძი კურომდე სამ ნახტომს“), რაც ტექსტს კონკრეტულ ავტორისეულ დროსთან აკავშირებს.
მთლიანობაში, ლექსი ჰგავს შინაგან ლოცვასაც და ბრძოლის ყიჟინასაც, სადაც მთავარი მტერიც და მოკავშირეც საკუთარი თავია („მეორე მე“).

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი