გილგამეშიანი, ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია?! 1-6 თვითგამომცელობა
გილგამეშიანი,
ანუ "რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?!"
ექვსტომეული
თვითგამომცემლობა
ვუძღვნი დედ-მამას
"ბჯა დია ჩქიმი
თუთა მუმა ჩქიმი"
“კარგა ხანია დავრწმუნდით, რომ შუმერული ენა მონათესავეა ქართული ენისა. შუმერის ხალხი, სამხრეთიდან წამოსული, სამხრეთ მესოპოტამიაში დასახლებულა. გადასახლებაში შუმერებმა რა გადაიტანეს ძველი სამშობლოდან ახალ სამშობლოში არ ვიცით, შეიძლება ლურსმნული წერილიც, მაგრამ ფაქტია, რომ ახალ სამშობლოში შექმნეს ის უდიდესი კულტურა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთის და შემდეგ მთელი კაცობრიობის კულტურაზე”
(მიხაკო წერეთელი)
შესავალი
„რომელმან შეჰქმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა“
(რუსთაველი)
1
რად ვიბადებით,ან რად ვკვდებით,
მარქვით მე,რისთვის,
დაბადებული განწირული
თუა წარღვნისთვის?
თუ არა ხოლო გასავლელი
ბოლომდე გზისთვის,
თუ არა ხოლო განსხივებული
გულებით მზისთვის,
თუ არა ნერგის გამყარებით
სამყაროს ხისთვის,
თუ არა ხოლო ასაღები,
ხვალ მოსავლისთვის,
თუ არა სულის შემჭიდროებით
კვლა უკუსვლისთვის,
თუ არა ხოლო,რომ არ ვიცნობთ
იმ მომავლისთვის,
თუ არა ხოლო დაბადების
გზით სიკვდილისთვის,
თუ არა შუაღამის გავლით
მზრდელი დილისთვის!
****
ანუ,ვინა სთქვა,თუ მოკვდავისთვის
სჯობდეს რომელი,
განცხრომით ყოფნა,თუ ცხოვრება
განუცხრომელი?
ან ვინ იხილა დარანიდან
უკუმძრომელი,
ან ვინ წასულა წუთით მოსული
შეუცდომელი?
2
უფალო, შენ თუ მიშველი,
ბალღი ვარ შენს წინ შიშველი,
საით მოსული სად მელი,
უშენოდ ვინ თქვა სათქმელი?
უფლის გარეშე,იქნებ,ვინმეს მართლა ჰგონია,
შეიქმნებოდა გამყარებული კოსმოგონია.
არსთაგამრიგე ხოლო მიჰმადლებს წესრიგს კვლავ ხალხებს,
ათვინიერებს ცაში ღრუბლებს და მწყემსავს ბალახებს.
ვინც წიაღგანვლო თიამათის წყვდიადი ვრცელი,
სამყაროს შექმნის ვინაც პირველი დადო ფურცელი,
ვინაც დაადო ყოველ საგანს თავისი ხელი
და ნამტვრევებში ვისიც არ ითქმის დღემდე სახელი,
ვადიდოთ იგი!
აამოქმედა ვინაც სიტყვები გახმოვანებით,
ვისაც არა აქვს ხნე და უსწრებს ცას ხნოვანებით,
ვინც დირიჟორის ჯოხით კოსმიურ ორკესტრს ედება,
ვისით იწყება სიმფონიური შემოქმედება,
ვადიდოთ იგი!
ვინაც სთქვა სიტყვა დაუსაბამო მდუმარებიდან,
გამოჰყო ბგერა ამღვრეული აპსუს წყლებიდან,
ჭას ჩავარდნილი ვისგან ხსნას ველით გაჭირვებიდან,
ვისგან მადლს ვიმკით სიუხვითა მოწყალებიდან.
ვადიდოთ იგი!
აახმაურა იდუმალება ქაოსში ვინაც,
ხმა მისცა ბგერას და სიტყვაში არგუნა ბინაც,
ვინაც დამუხტა ნივთი სახელით,აზრით და ნებით
და იდუმალი ააჟღერა გახმოვანებით,
ვადიდოთ იგი!
გამოჰყო ვინაც წყლიდან ხმელეთი ყანა-ველებით,
პირით ამოსულს გასაქანი ვინც მეტყველებით
მისცა ენემით,ძალისხმევით დატვირთა ენა
და საკუთარი გაანივთა ნივთზე გავლენა,
ვადიდოთ იგი!
დაგვაპურებდეს სიტყვით უფალი,სიტყვაა პური
და რაიც ითქვა მოჩუხჩუხეა იგი ზეპური.
ზეციერ ხართან სიტყვის ძალით შეუღლდეს ფური,
ნაყოფად იქცეს,რასაც მოხვდეს უთუს შამფური.
ვინც სიტყვით მისცა საკუთარ თავს შრომით დაკვეთა,
ვინც თიამათი უპიროვნებო ბნელით განჰკვეთა,
სიტყვის მარცვლიდან ვინც მოგვცა მარგი-კვალ-მოსავალი
და უსასრულო ბნელეთიდან გამოსავალი,
ვადიდოთ იგი!
ვინაც დასტოვა საყდარი იგი,პირველყოფილი
და ცისგან მიწის განწვალებით ჯდა კმაყოფილი,
თესლის დატვირთვის ძალისხმევით ვინც მოგვცა ფენა,
სიტყვით მოაწყო კოსმიური ვინც გამოფენა,
ვადიდოთ იგი!
***
ბგერა სიტყვაში სასიცოცხლო ეძიებს ბუდეს
და მისი ძალით მთვარე წყალს აღძრავს,ან დააყუდებს.
არეგულირებს აღრეულ ტალღის მი-და-მო ქცევას
სინა,რომელიც აწესრიგებს წყლის მიმოქცევას.
დაღათუ ყოველ ბედდასაზღვრულში სიტყვა მეტყველებს,
იგი ან მოჰკლავს,ან წაქცეულს წამოაყენებს.
მისი ქმედითი ძალა დროში არ დადუნდება
და რაიც ითქვა ბაგით ბაგეში არ დაბრუნდება.
პირველად სიტყვას არც საწყისი აქვს,არც უჩანს ბოლო,
იგია ომის მიზეზი და ფიცის სიმბოლო.
ვინაც დაბადოს,იმისია ნება აღგვითა,
ბაგით შექმნილი მოისრება მხოლოდ ბაგითა.
***
თუ თიამათის გამთლიანებას ისურვებს ბელი,
იწვიმებს ხსოვნა,დაკიდებული როგორც ღრუბელი,
ოდეს მოსწავლე იტყვის„მე ვარ მასწავლებელი“
და ოდეს ცოდვა ზღვა გახდება...ზღვა დასაბმელი.
ამბოხებული სული ვე-ილა ქვესკნელის ველად,
სიკვდილის შემდეგ ატირდება სულმოუთქმელად,
დაგვიბრუნდება უკან როგორც დემონი ავი,
ვითარცა ჭირი რევოლუციის და ბუნტისთავი.
***
გამაყრუებელ მდუმარებიდან დედამ შვა შვილი,
კვლავ დაბრუნდება,ნუთუ,საშოში შვილი შეშლილი?
3
და იმ დროიდან ქვეყნიერება ზღვა იყო ოდენ,
მოზღვავებული გულისტკივილით ზღვები ბღაოდნენ.
ვინ მოთვლის ცრემლებს,ღვრიდნენ ზღვებში ზღვები რაოდენ...
ხომ არ ამლაშდა მაშინ ზღვაო,დღესაც დაობენ.
ვინც თიამათის შავი ზღვებით იყო შთანთქმული
და ამარ-უთუს ყაიდაზე ჩვენშიც განთქმული,
ვინც გველეშაპი გაფატრა და მზე იხსნა გველით,
ვის გამოჩენას მოთმინებით გაზაფხულს ველით,
ვადიდოთ იგი!
ვისაც მუცელში ვადის მოხდა ჯდომით მოსწყინდა
და გაზაფხულზე მზებუდობით ვინც გამობრწყინდა,
ვადიდოთ იგი!
არც ყველაფერი ესმოდეს უნდა ვიდრე მაშინ ერს,
იმის შესახებ,ვისი ხსენებაც დღემდე ვაშინერს.
****
ვადიდოთ ჩვენი უფალი იგი,ვადიდოთ ბელი,
ორმაცდაათი სახელი აქვს სადიდებელი.
იგი იგია,სიკვდილის სახლში ვინც თავად შედის
და თიამათის წიაღში აქვს მუცელი დედის.
იგია ღმერთებს შორის მთავარი უფალი,ბელი-
ხელის მომჭიდე დაცემულთა და შემწყნარებელი.
***
(ქართულ ენაშიც ბელია ბევრგან სამ-ხილ-ე-ბელი:
სამ-გალო-ბელი,სამ-ფლო-ბელო,სამ-ბრძანე-ბელი,
მასწავლე-ბელი,მღაღადე-ბელი და გამგე-ბელი-
ერთ ხეზე სამი და-სამ-ბელი -სა(მ)-დიდე-ბელი.
ერთ ხეზე სამი სკნელია ბოძი(ხე)-სარ -გე-ბელი,
დ-ამ-ფუძ-ნე-ბელი და სიცოცხლის გამღვივე-ბელი.
იგია ხსნა,როს არსადაა სა(მ)-ხიდე-ბელი,
იგია ულევ მელამთან ერთი სამ-კ-ვიდრე-ბელი.
იგია ვითარ შემოქმედი ყველას მშო-ბელი,
თუცაღა თავად შეუ-ხე-ბელი და უშო-ბელი.
იგია ერთია უხს-ენ-ე-ბელი და ღრმა ღრუ ბელი,
როგორც ერთ ხეზე სამის მპყრო-ბელი ერთი ღრუბელი.
თვალით ვერ ვხედავთ იმდენადაა უშველე-ბელი
გ-ამ-რიგ-ე-ბელი,დ-ამ-რიგ-ე-ბელი,სა(მ)-ჩვენ-ე-ბელი).
***
ქვეყნად სიცოცხლის აღმდგენი და მაუწყებელი,
საყოველთაო შთანთქმისაგან დაგვიხსნის ბელი.
ბევრმა უარჰყოს,ვით შთანთქავდაო ბელს თიამათი...
ბევრმა ბევრი სთქვას... გაგრძელდება დროში კამათი.
ან რა აზრი აქვს უაზრო კამათს,ჩემო სოფია,
თუკი რომ დღემდე ვერ გვაძლევს პასუხს ფილოსოფია-
ჯერ ბურკა იყო,თუ ატარებდა ბურკას ატამი?
ჯერ კვერცხი იყო,თუ მდებელი კვერცხის ქათამი?
გაზაფხულზე კი მკვდრეთით აღდგომის მიწყივ თვისება
შუბლმზიანისგან ბორკილთა მსხვრევას ესატყვისება.
თუმც,მოშუშებას კუროს ფაშვში დრონი უნდება,
ვინც ბნელით იშვა,მზებუდობით შინ დაბრუნდება.
განა,ყოველი,რაიც მოხდა,იყო განთქმული,
იყო სიცოცხლე სიკვდილის მუცლით გინა შთანთქმული
მანამდე,სანამ გათენდებოდა ბნელით ისანი
და დადგებოდა პირველი რთველი წელში-ნისანი.
ღვთიური არსის ორი სხვადასხვა გამოვლინება
ზეგარდმო არსმა მათი ასპექტის შეცვლით ინება,
ყველა დინებას ჩაენაცვლოსო უკუდინება,
ქვესკნელს ჩასული მზე გულს როცა მოეფინება.
ესე გრძელდება დინება,დროში განუწყვეტელი,
დაბადებული სიკვდილისაა ბოლოს მკვნეტელი.
რაშიც მოკვდება,იგია მისი დამბადებელი
და ყველა წესში ეს ერთია ხელუხლებელი.
მზე და ნერგალი ერთმანეთით ერთმანეთს ცვლიან,
როცა ბოლომდე სიკვდილ-სიცოცხლის სასმისს დაცლიან.
სიკვდილის ღმერთი ყანად სიცოცხლედ მოგვევლინება,
მერე ნისაბას ერთხანს ისევ მიეძინება.
ერთის სიკვდილი გარდაიცვლება სხვის სიცოცხლეში
(ამ გზით მოკვდავმა უკვდავჰყო ღმერთის დაკლული ლეში).
ძოღან მითებში ლეგენდად თქმულა,როგორც არაკი,
ღმერთი ყოფილა უფლისგანო კაცის ზვარაკი.
***
რომ გაემყარა მაღალ ღმერთს ძვლებად
სისხლი თხევადი,
საქმეები ჰქმნა დედაუფალმა
შრომატევადი.
დირიჟორობდა კაცის შექმნის
მღერას ენლილი,
როგორც ღმერთებში მთავარ ღმერთად
წარმოდგენილი.
სისხლით რომ ძვალი გაემყარა
ღვთის იყო ნება,
ნიფურში მოხდა კაცის ხორცით
აღმოცენება.
ყოველი თიხა,დალოცვილი და დაწყევლილი,
აპსუს წყლითაა გაჯერებული და დანერწყვილი.
დაკლული ღმერთის სისხლით მოზილა არურუმ თიხა,
ბოლოს ისევლე მიწად იქცესო,რაც იყო დიხა.
სისხლი მეტია,ვიდრე სისხლი(დაფის მტკიცებით),
ძვალიც კი მისი პროდუქტია სისხლშემტიცებით.
ამ აზრს ამყარებს მოღწეული დაფების ბირა,
მეხსიერება წყალმაც რომ ვერ გადაიბირა.
4
დაღათუ,შფოთის წინაპარი კაცში ქინგუა,
ომის გარეშე მშვიდობა ქვეყნად ვინ შეიგუა?
მისი სისხლით არს ძარღვი კაცთა გაჯერებული,
იგი იგია,გასცემდა ვისაც ღმერთთა კრებული.
ის,ვინც სისხლისგან იცლება და სამსხვერპლოდ ხმება,
იმისი სისხლი ყოველ კაცში იგულისხმება.
რახან იგია კაცში ცოდვის წინამორბედი,
მანვე განსაზღვრა ნაწილობრივ მოწილეს ბედი.
ქინგუა მთელი კაცობრიობის სისხლი მდინარი-
ფხიზელი ცოდვა მძინარეშიც დაუძინარი
და ყოველ კაცში თუ დამნაშავე ღმერთის სისხლია,
ვით დამნაშავე,გამოდის რომ ცოდვის ღირსია.
ცოდვა, ვით კრულვა,დაბადებული კაცის წინ არი
ჩასაფრებული.გვერდს რომ აუვლის,იგი ვინ არი?
სამე,ყოველში ცოდვას თვალი დაუკარკლია,
ოღონდ,უკაცოდ კოსმოსს მაინც რაღაც აკლია.
5
ვინც თიამათი აამხედრა,ის დაისაჯოს,
რომ ამბოხებით სხვა ღმერთი კვლავაც არ დაიხარჯოს.
რომ არ სცალოდა იგიგებთან შემქმნელს ომისთვის,
ადამიანი გაუჩენია შავი შრომისთვის.
***
და გადაწყვიტა ზეცაში ორმა,
რომ კაცს გამჩენის ჰქონოდა ფორმა.
მარდუქის გვერდით დადგა არურუ
და თიხა კაცად მან გააფორმა.
თიხის მელამი
იდუმალი წყლებით ელავდა,
ბელით ფახარი,ვით ხელოვანი,
თიხას ზელავდა.
ასე რომ,კაცი ნახელავია გამოდის ორის.
იგია პირველგაჩენილი სულდგმულთა შორის
და ნაყოფია თანადგომით ის ორთა შრომის,
(ოღონდ,ვინაა მიზეზი მისი ჭკუიდან ცდომის)?
შეაკოწიწეს ადამიანი დურგლობის სულით
და დაუსაზღვრეს მომავალი წარღვნის წარსულით.
წინამორბედი ღმერთის სისხლით ჰყვეს რა მართული,
სთქვეს შექმნა-მოკვლა,ვით არსებობის ერთი სართული.
ღმერთები ერთ ღმერთს,ქინგუს,მსხვერპლად იმისთვის თმობდნენ,
რომ კაცს ეკისრა,რასაც ღმერთობით უკადრისობდნენ
და რახან კაცის გაჩენას ღმერთი დასჭირდა მსხვერპლად,
ახსოვდეს თიხას, რომ იოლად ვერ მივა ღმერთთან.
ე.ი. შრომისთვის კაცის გაჩენის თუ იყო ნება,
მიწათმოქმედთა თქვეს მიწაზედ მათ დაფუძნება,
რახან უკვდავი ქინგუ მათთვის შეიქმნა მკვდარი,
აგურით ხელში მათ აშენონ ღმერთის საყდარი
და კაცს,რომელიც მიწაზეა მიწათმოქმედი,
მარად ახსოვდეს უფალი თვისი,ვით შემოქმედი.
და სისხლძარღვები,რასაც სოფელში მოხაზავს ბელი,
დასტოვოს ხმელზედ მეტნაკლებად ხელუხლებელი
და გაამყაროს დედამიწაზე ღმერთების აზრი-
შეინარჩუნოს ყველა არხი,ღვთის დანახაზი-
ყველა მდინარე,ყოველი რუ...ახაროს ვაზი,
მდინარეს თევზი არ მოჰგლიჯოს და ზეცას გავაზი.
შრომით დახვეწოს ანუნაქების ველი და ყანა,
ტაძრად ადიდოს იგი,ქვეყნად ვინც მოიყვანა.
არხთა საზღვრებში,როგორც ღვთის შვილმა,ისწავლოს ყოფა,
რაც ღმერთმა მოგვცა,იგი უღმერთოდ ვით გაიყოფა?
კაცის ვალია აზვირთოს შრომით ნისაბას ზვრები,
ოღონდ, მდინარეს ხელი არ ახლოს,იცნოს საზღვრები.
არ აამწიკვლოს ნამტირალევი უსაზღვრო ზღვები,
მას არ მოაკლოს საზრდო-სარწყავი,ან ღელე სხვები.
შეინარჩუნოს ღვთის მონაქარგი,
ხელი არ ახლოს.
ციდან ღმერთები ჩამოიყვანოს
და შეასახლოს
კუთვნილ ტაძრებში,
სანამ ღვთის სისხლი
უჩქეფს ძარღვებში.
კაცის გარეშე რახან ღვთის კულტი არსად ისმოდა,
მას დაევალა,ეღვაწა ვინც რომ მისთის იღწვოდა,
ანუ ლოცვებით მამახადილთან ეცადოს ახლოს,
ხოლო მის ნახატს ძირძველ სადგურში ხელი არ ახლოს.
***
ასე დაიწყო თურმე კოსმოსში ახალი ერა,
(თუ სარწმუნოა მოღწეული დაფის სიმღერა).
პირველი მეფეც განა დიაცსა მუცლითა ეშვა,
პირველი მეფე ერიდუში ციდან დაეშვა.
ყოველ გაჩენილს ღვთის შიში რომ თან დაჰყოლოდა,
დაასკვნეს,თვალზე ცრემლით ქვეყანას მოვლინებოდა.
6
ცალსახად ითქვა ამაზე
და განა აზრი ორია,
შუმერში კაცობრიობის
იწყება სვლის ისტორია.
მინდა გიამბოთ ამბავი,
დაგუბებული გულისა,
ამბავი ქვეყნის,მიწაა
რომელიც ლერწმის უფლისა
და მოგიტანოთ ქვეყნიდან,
რომელსაც ერქვა ქალამი,
ქალ-ამ-ნიანმა ზღვებიდან
მოზღვავებული სალ-ამ-ი!
***
შუმერი იყო დედამიწაზე ყველაზე ძველი
ქვეყანა,სადაც ჩაეყარა ხალხს საფუძველი.
ნახევრადღმერთი მეფენი სადაც იყვნენ დღეგრძელი,
იმათგან ერთზე ამბავი მინდა გითხრათ მე გრძელი.
ამბავი გითხრათ ძველთაძველი,(დამიგდეთ ყური),
მეფისა,რომლის დინასტიას რქმევა ჰური.
ვისი ამბავიც მოსდებია სხვადასხვა ენებს,
მემატიანე გილგამეშად რომ მოიხსენებს.
ზღვაში შესულა,მთაზე ასულა,უხილავს სიღრმე
და სიბრძნის პოვნას შეალია მეფური სიყრმე.
ჭეშმარიტების ძიებაში ჯურღმულის ხვრელი
ჰპოვა,აღკოცა ტყიდან ჰუმბაბა მან საძულველი.
7
ვით შევალიე ვერ შეელია შიშველ
მოლფრენდესს,
ვერ შეველიე შეშლილ მუზას და
ლერწმოვან ლექსებს.
***
სამწერლოდ ენა ვარჩიე
სხვას მშობლიური-ქართული,
რამეთუ ამ ენაში დევს
ნათქვამი,ოღონდ ართქმული.
ქართული ბგერის სამოსში
ვაშენე თითო სტრიქონი,
მოვიშველიე მჭევრი და
ვაბასრე-ბასილიკონი.
დავხუნძლე სიტყვით ბაბილო,
ვით მევენახემ ყურძენი
და მსხმომიარე ნაყოფი
ჩემს დამბადებელს ვუძღვენი.
ბაბილონისკენ მიმავალს
მწერტავდა ჭყორნალ-ბაძგარი,
მერეთი გადავიარე
ქვე კალიოპე დავძარი.
ლექსების გზაჯვარედინზე
ვპოვე ჩემი გზა წარსულში.
მეხსიერების ქალღმერთი
მიჯიკავებდა ლაზულში.
დედულეთიდან შორს მყოფი
ვარ რახან მეც განკვართული,
ჩემთვის სხვაგვარად აჟღერდა
ნანას ნინა და ქართული.
ვიყავი ერთ ფორიაქში
ბებერ მუზათა ხვევნაში,
რომ ჩამეფესვა ჩემი ხე
ქართული სიტყვის ხევნარში
და აი ლექსთა აღლუმში
ვარ ლერწმის საწყაულითა,
ვით ბედუინი ბედმუშკი
ბებერი ბედაურითა.
ნახნავში მე ჩემი ვნახე
გადაუხნელი ნაკვეთი,
ალალი გულით ვეძიე
ჩემი ხე-ობის ალგეთი.
გავყევი ძილის დინებას,
სიზმრებში მომცა მან ხილვა,
ვინც ახალი წლის ორჯერ თქვა
დედაქალაქში აღხილვა.
ვაშენე სიტყვის აგურით
ქაღალდის ექვსი გრაგნილი,
ზოგი წიგნიდან და ზოგი
სიზმრიდან გადმოთარგმნილი.
***
იქ,სადაც ქალდეველთა სიტყვა
არის ქართული
და რუსთაველით მოჩუქურთმებულ-
მოხარატული,
მოვაწესრიგო მსურს სათქმელი
ენაზე ქართუ,
სახლში დავბრუნდე
ზრდასრული,
არცთუ ქური,
ან მართუ.
იქ,სადაც ქალდეველთა სიტყვა არის ქართული
და რუსთაველით მოჩუქურთმებულ-მოხარატული,
მეც შევიტანო ჩემი წვლილი ნამ-ლუ-ულუში,
გავიჭრა კალმით(არ მიჭრის ხმალი,არ ვარ გურუში).
მეც მოვისმინო,რაიც ძოღან ჩამესმის ყურში
და შევიჭვრიტო კაცობრიობის ჭიპის ჯურღმულში.
გადავიხადო ჩემი მოირა-სამსხვერპლო წილი,
რომ მიმიძღოდეს თუნდაც პატარა…და მაინც,წვლილი.
მივაგო ვალი ყველა იმას,ვისაც ვუყვარდი
ეს ეპოსი კი ვით საკანონო დავდო ურვადი.
საშო ნაყოფით იცნობა და სივრცე ბოსელში,
აზრი სიტყვით და ბგერა ასოთა ხამს სამოსელში.
გითხრათ ამბავი,ვინც ნამტვრევებში იყო ნამყოფი,
მარადიული სიჭაბუკის ვინც ჰპოვა ნაყოფი.
ვინც ძიების გზას ჩაჰყვა,როს იყო გზა საშინელი,
ვინც ჯოჯოხეთი ნახა,იხილა ვინც სამ-შ-ვინ-ველი.
მოგიყვეთ მასზედ,ვინაც იხილა დასალიერი,
ვინც მოჰკლა მხეცი,უძლეველზე უფრო ძლიერი,
ვინც ყოველი მთა,წინ აღმართული გადაიარა,
ვინც უკვდავება ღმერთებთან ჯდომით გაიზიარა.
ვინც ''ნაკბუ"ნახა აპსუს უფსკერო ოკეანეში,
ვისაც მზე ახლდა,ჩააგდო ვინც ბნელი შავ დღეში.
წყლით დაფარული საიდუმლო ვინაც გაიგო,
ვინც ხელთუქმნელი კვარცხლბეკი ყოველ დროში აიგო.
ვინც მეგობართან იავარჰყო მიწისგან მტერი,
ცოდვის სუნთქვისგან გაანიავა ვინაც ეთერი,
ვინც საიდუმლო ბოქლომს უმტვრია მძიმე კლიტენი,
უკიდეგანო სამყაროს ნახა ვინაც კიდენი.
ვის საქმეებსაც ღაღადებენ თვით მუნჯი ქვები,
ხნით რომ უსწრებენ წარღვნას,ახსოვთ ანუნაქები.
კაცობრიობის ნახა უძირო ვინაც წარსული,
იხილა,რასაც არც საწყისი აქვს,არც დასასრული.
ვინაც დაფდაფებს გაჰყვა,ესმოდა რა ხმა ბუკისა,
ჰპოვა წამალი მარადიული სიჭაბუკისა.
ვინაც უკუღმა გზებით იარა ალახმალახი,
ჰპოვა ჯურღმულში ჯადოსნური ვინაც ბალახი.
8
გავიგე ძველი ამბავი,
ჟამმა ვერ დამიმალა და
ძოღან რომ თქმულა დაფებად,
ძოღანაც,როგორც ბალადა.
სადაც კარი არ გამიღეს,
დავხსენ კლიტენი ძალადა,
რამეთუ ცნობის წადილი
ძალიან მომეძალადა.
ხელობად სიტყვა ვაქციე,
სადაც არ დამეზარადა.
თუმცა,თაკარა ზაფხულმა
გულ შუა გამიბზარა და....
ნერგი ვახარე,სადაც რომ
დარგული ვნახე სარადა.
რომ ჩემებურად მეც მეთქვა,
რაც ბორმა დამაბარა და,
ძოღან,პირდაპირ გიამბოთ,
ძოღანაც,გითხრათ შარადა,
ძოღანაც,ტყეში ვიაროთ,
ძოღან,მთას ვნახოთ შარა და
გამომყეთ,გზა დიდი გველის,
განა შარზე ვარ,შარადა.
თუ ჩავყევ ულას ჯურ-ღმ-ულში
არ მიცნოთ მეტიჩარადა.
ამასობაში მზის შუბით
ხბოც გადაიქცეს ხარადა,
ბოროტის მოსასპობად და
სიკეთის გასახარადა.
რის ნებაც დამრთეს,გეტყოდი
ჩემო სევდავ და ვარადა,
უფალს უყვარდე!თუ კაცმა
ჯერაც ვერ შეგიყვარა და
ქართველიც გაიხსენებდეს
სიტყვით რადაა შუა რადა,
თუ წარსულს არ ცნობ,მომავალს
ვით იცნობ,ან სხვაგვარადა?
9
ვარ წლებისაგან დაკოდილი და გაწევლილი,
დავიარები ნაიარევი,გზით დაწყევლილი
და ბედის მართვე ბედისაგან დავალ ბედკრული,
მოშორებული ნავთსაყუდელს,გულდაბებკული.
ზოგადი გასჭრა ნამ-თარმა,იგია ბედის გამრიგე,
მე აზრი გარდაცვალების გზით დაბადებით გავიგე,
რომ„ბედმა“ვწერო შვილობით,რისთვისაც ვარ გან-წილ-ული,
ლექსად ვაქციო ამბავი,მუზებში თავგანწირული.
ნამ-თარმა მომცა ხილულად ამბავი ბედშეკვეთილი,
მუზამ რითმები შენებით ბწკარედში გამოკვეთილი.
აფქალმა მომცა ყალამი,სიბერემ სხვა გაკვეთილი:
რაც გეხერხება,იგია ყველა საქმეზე კეთილი.
სიტყვა ვთქვა,რაიც მითქმია,ყველას გვაქვს ჩვენი ელათი,
სიტყვის აგურით ვაშენო,ჩემი საშენი გელათი.
ლექსის მოხელემ,მითხარით,სხვა რა ვაკეთო,აბა რა?
იგი ვთქვა,ბედის ბორიამ ბორანზე რაც დამაბარა.
ჩემი პირადი მოირა ზოგადმა მამცნოს ნამ-თარმა,
სანამდე შემოდგომაა,არ გადამთელა ზამთარმა.
თუ რომ მეც დამდევს შვილობით ბედისგან ხვედრის ხვედრება,
უფალს შევთხოვდე,მისმინოს,ყურთ იგდოს ჩემი ვედრება.
მივმართო იმას,ვინცაა
შეკრულთა შემწყნარებელი,
კაცთა მოდგმისა შემქმნელი
და თესლის გამღვივებელი,
რომლის სახელის ხსენება
ნამტვრევის ალაგს ვაშინერს
და ბრწყინვალება რომლისგან
წყვდიადის უკუნს აშინებს.
ვადიდო დიდი ქებითა,უფლებად მქონდეს ხმა თქმისა
და სანამ არ ვთქვა ბოლომდე,მაცილოს ჟამი შთანთქმისა.
ხოლო შთანთქმული დამიცვას,შავი მაშოროს ან სკნელი,
მომცეს კლიტენი ბორკილთა,ვით სულის გამოსახსნელი.
სიკვდილით დაბადებულსა გვერდს მედგას ჭირისუფალი,
ატირებულსა ცოდვითა დამამშვიდებდეს უფალი.
მისია სულის გრძელობა,მისგან ბნელია კლებითა,
ვინც სხივს ატარებს შიგანში და ხეთქავს წყვდიადს რქებითა.
***
ბედის შვილისგან შეისმენდე,ღმერთო,ვედრებას
დე,შიმთუ შამუმ დამისაზღვროს „ხვედრის ხვედრება“
აფქალთა მადლით გაფანტული სიტყვა-ენემი
გავხედნო,როგორც ბელმა უბელო ღრუბლის ცხენები.
ისმენდე თხოვნას დაბნეული ბედის ჭუკისა,
აპსუს სიღრმიდან წყალს მასმევდე სიჭაბუკისა.
მეც ნაწილი ვარ,რამეთუ მთელი რუსთაველისა,
ვინა თქვა თმენა,ანუ ულექსოდ გზა ქართველისა.
სადაც ქალდელთა მოძრაობაა და ჰყვავის ნიჭი,
სად დარწეულა ამირანის აკვან-ხოჭიჭი,
სად მზეჭაბუკად გადაიქცა ნანათლი ბიჭი,
არ ეკადრება იმ ხალხს წუწუნი და გახრწნის იჭვი.
აქა ნათქვამით ჩავაბარო მოლექსემ ტესტი,
ჩემი ტაძარი სიტყვით ვაშენო,ლექსებად ტექსტი.
ვთხოვდე სიუხვეს,სიტყვათა სეტყვას,მიჭრიდეს ენა,
მწყალობდეს ულას დავიწყებული ვინც გამახსენა.
განა მუზებსაც საკუთარი ნებით შეუვლი,
თუკი არ გეცა ბნედიანი მუზა შვეული,
იტირებს ლექსი რითმის გარეშე თხრობად ქცეული,
ვერ იპოეტებს მემატიანედ გადაქცეული.
განა,ყოველი შემოინახა ქვეყნად ერებმა?
თუ არ დაწერე,წარღვნას ვით დაძლევს მეხსიერება?
ქვაზე დაწერილს ვერ მოერევა ვერარა ქარი,
ვადიდოთ წერას ატანილი ჩვენ ენმერქარი.
სადაც სამხრეთით ჰქროდა სამუმი ცხელი და ჩქარი,
იქ დამწერლობას ჰქმნიდა „მზის შვილი“-ვით ენმერქარი-
ის,ვინც თიხაზე გამოიყვანა პირველი სიტყვა
და ვისი მადლით გილგამეშის ამბავიც ითქვა.
გზას მინათებდეს ბგერათ ქაოსში,როგორც ლამპარი
ხელოვნებათა მეცენატი,შულგი ლამარი.
ვთხოვო მას, ვისაც თავად შეჰყრია ლექსების სენი,
-ან მათქმევინე არდსაკარდისი,ან დამეხსენი!
10
შენა ხარ ბელი,ყოველ შეკრულთა შემწყნარებელი,
საკუთარ ტანზე ათი მელამის შემხამებელი.
შენა ხარ ერთის ორად განმყოფ-განმწვალებელი
ყოველ მეცანთა მაცნე,ანუ მასწავლებელი.
ადამიანებს ვერ ძალუძთ ციურ გზათა შეცნობა,
მხოლოდ მათ მოძღვარს ზეციერი გამოეცნობა
და რომ არ დარჩეს კაცის გონება კვლავ დანისლული,
ქანდარა კაცი სჭირდებათ ხალხში ჩიტით ხილული.
რომ მზის სხივები უკუნ ღამეშიც ხმით ამოძრავდეს,
კაცს „დიდი კაცი“მწყემსი-აფქალი უნდა მოძღვრავდეს,
პატარა იყოს რომ დიდი კაცის სიტყვით აღძრული,
დაბადებული-დიდებულის აბჯრით დაცული.
11
მწყემსებთა შორის თავჩობანია ენლილი-მწყემსი.
იგია მწყემსებს შორის უფროსი და უმაღლესი.
ის ჩააბარებს მოსამწყემსად კვერთხს თავის ნაცვალს,
მამა იფიცოს და არ ემონოს რომ მამინაცვალს.
გაუღუნავი ენლილის კვერთხის იყოს მპყრობელი,
ხალხს მოაშოროს მოშურნე მტერი და დამპყრობელი.
თუ საჭიროა,ომით მშვიდობის იყოს მყოფელი,
მშვიდობაში კი უკეთური საქმის მგმობელი.
მიწას ურჩევდეს ხალხს,სადაც უფრო ნოყიერია,
რჩევას იღებდეს მისგან,ვინც ხნით ზომიერია.
ახსოვდეს რომ ჯერ მწყემსია, შემდეგ-მმართველი მეფე,
ოღონდ,ვარგიხარ მწყემსად,ხორცთან თუ სულიც ჰკვებე.
დიდმა ენლილმა ხელი ხელდასმულს ხამს მოუმართოს.
რომ საკუთარი სამწყემსო მწყემსმა ალალად მართოს-
ვითარცა ბოძმა ამრავლოს ხეზე ყოველი მან რტო,
თუმც მარდუქის რტოს ერქმევა ერთი,მეფე და მარტო.
წესრიგით მართოს მწყემსმა ჯოგში ყრმა და ხნიერი
და თავად დარჩეს სამწყემსოში ხმა ღვთისნიერი
შავთავიანთა მეფე იყოს მრგე და ძლიერი,
ვით მრეს ეჭიროს მწყემსის კვერთხი ხელთ ზეციერი.
ფარაში ცხვარი წესების დაცვით უხვად ამრავლოს,
ითვლიდეს მას და უმოწყალოდ არვეს არ ავნოს,
თორემ ცოდვათა სიმრავლეს მოჰყვეს კვლა წარღვნის დრონი,
როდესაც წვიმით ზღვა გახდება დიდზე დიდრონი.
ცხვარიც დასჯერდეს ცოდნას...შეეშვას უსაგნო ჭვრეტას,
(ცუდი აზრია,თუ კაცი ზეცის ფიქრობს გახვრეტას).
უფალთან ჯიბრით ტვინის უჯრედი ვისაც რომ ეწვის,
ცეცხლმოკიდებულ ხიდზე დგას,როცა იგია ბეწვის.
სტიქიურ პროცესს დაედევნება ქაოსის დვრიტა,
კიბეს ვინც აგებს,საცალფეხო ხიდი ჩაწყვიტა.
როცა უმიზნოდ შეიქმნება უაზრო დოღი
და დაამძიმებს ფეხის ბრაგუნით ქვეყანას ჯოგი,
„თავად ვარ ღმერთი“-როცა იტყვის ჯუჯებში ზოგი,
ხამს მოვიმარჯვოთ ხელში მარჯვედ სახრე და როზგი...
(რომ არ წაგვართვას ჯუჯამ მამული,ძლივს დანაზოგი).
საბედისწერო აღმოჩნდება სისხლი ვენებში,
თავს იჩენს იგი უკურნებელ ჭირთა სენებში.
ჩაუსახლდება ვერსახნიერს შინ ბელიერი,
დაეკარგება თუ რომ უფლის სახე-იერი.
დაგავიწყდება მეხუთეს ძებნით ოთხივე ყუდე,
სადაც არა სჯობდა,თუ სიხარბით იქ დაეყუდე.
ვინაც უსახურს ხიბლით თუ ვნებით ტ.აკზე აკოცა,
მან უფლის სახე საკუთარ გულში ნიშნავს აღკოცა.
ვინ გაარიდოს ცხვარი,მწყემსი თუ არ ერიდე?
სადაც არა სჯობს...ხომ გაგიგია,ჩემო ფერიდე?
ვეღარ უშველის თავში მცემელს ტყება და ვიში,
ანგარებიანს გაუსწორონ როს ანგარიში.
თუკი თავიდან დუმილს არღვევდა ხმათა ხმაური,
უზომო ხმაურს შესჭამს დუმილის აურზაური
და იგი ისევ დაბრუნდება კუთვნილ საშოში,
დაილეწება როცა ქაოსი თავის კალოში.
ხმაურს ხმაურით ჩამოწოლილი შეცვლის დუმილი,
არ ეყოლება რახან დუმილში ხმაურს ჴუმილი
და თუ არ გვინდა უფსკრულის პირას უკნიდან წიხლი,
არ ავადუღოთ დამნაშავე ღმერთების სისხლი.
თუ ავუსრულეთ წყვდიადს დიდი ხნის სურვილი-ნატვრა
მოუწევს დუმილს ხმაურის მუცლის შუა გაფატრვა.
12
ხოლო კეთილი იქნების,მაშინ მწყემსი-მოძღვარი,
როს დაცულია მის სამწყსოში ცხვრის საძოვარი,
ანუ მშვიდობით ცხოვრობს ქალაქში ბერი და ერი,
მისი მეფობით მშვიდობიანი და მადლიერი.
მისი ყანები არის მეტად მწვანილოვანი
და ხარობს ხალხი,როგორც ბალახი ტიტულოვანი.
დაბათა მკვიდრთა უბინაოსთვის თუკი აქვს ბინა,
ასეთი მეფე ვის არ აწყობს,გამაგებინა?
სუყველა მადლში მწყემსს ერთი აქვს გამოკვეთილი-
ბოროტებაზე უფრო უყვარს საქმე კეთილი.
ვინაც მკოდოვანს საკუთარი მისცა ნაბადი,
იგია მეფე ნამდვილი და ტახტს მოაბადი.
***
მიწყივ მეფეს აფქალივით ფართოდ ჰქონდეს ღვთისთვის ყური,
მისკენ ჰქონდეს მიქცეული თვალთა მზერა,გულისყური.
ენქი სიბრძნეს თავს ახვევდეს,წყალობითა მიჰმადლებდეს,
მზის სინათლე ერგოს ბნელში,მტერს სიბნელით არ დაჰნებდეს.
ხოლო ქაოსის მგზავრი ვერ ნახავს საყრდენს და საყდარს-
რასაც იქმოდეს,აპრიორში იქმოდეს წამხდარს.
ვისაც არ სწყალობს უფალი, ანუ მამა-ხადილი,
ვერ დაიკვეხნის “სიკეთეს ვთესო!”-არ ღირს ქადილი.
თუ გამჩენსა და გაჩენილს შორის ჯურღმული ღრმაა,
გაჩენილთათვის მოძღვართა სიტყვა გამჩენის ხმაა.
ვით წყლის დინებას აწესრიგებს გზად კალაპოტი,
სიბნელეს უნდა აპობდეს დილა და ფარას ბოტი.
ქაოსის ნაცვლად რომ დაამკვიდროს წესი და რიგი,
მას უნდა ჰყავდეს თითოეული ცხვარში ტარიგი
დათვლით. როგორც მწყემსს ადარდებდეს ბატკანთა წყლული,
იყოს ურწყულის ირიგატორი,დამშვრალთ მერწყული,
რადგან უმწყემსო არვეს კოშმარი ცხადად ახდება,
უგუთნისდედოდ ნისაბას ყანაც გაპარტახდება.
რა უგზო-უკვლოდ იხეტიალებს უყოჩო ვერძი,
ქაოსი შთანთქავს,ანდა მგლების გახდება კერძი.
13
ჭექა-ქუხილით არვის ინდობს ღმერთი ადადი
და მას არ ესმის ნაგვიანები ხვეწნა-ღაღადი,
წარღვნამდელ ამბებს ვერ იტყოდა სველი ქაღალდი,
ქვა გადაურჩა ზვირთებს,მან სთქვა სიტყვა მარადი.
წარღვნის ტალღებმაც ვერ წალეკეს ლაპის ლაზულის
სამარადისო დაფებში ხედვით ხიდი წარსულის.
თითო აგური მოგვითხრობს ამბავს გარდასულ დღეთა,
როგორც ცოცხალი მემატიანე ძველ ქალდეველთა.
მისმენდეთ ერთხანს...
ჩამოვჯდეთ ერთად!
***
გილგამეშია შორეული და ახლობელი,
ვინც ააყივლა ბევრი დუბსარი და მგალობელი.
ყველა რომ იცნობს და დღემდეა შეუცნობელი,
ლექსად რომ ვიტყვით,იმ გმირობის დღემდე მშობელი.
იყო ნათელში ვინაც და ნახა ცოდნა ფარული,
არაერთ მთაზედ უღელტეხილით სვლა-სიარული
მოუხდა არაერთგზის,თეთრ მთებზეც იყო მთამსვლელი,
გზას უნათებდა ვისაც შამაში-მზე,ვით მაშველი.
ის შეიყვარა ვით სრუყოფილი ხელმწიფე ერმა,
ვინც ღმერთმა შეჰქმნა,როგორც ყოველთა დიზაინერმა.
ის,ვინაც ნახა ყოველი და იცნო ყოველმა,
ვინც მეფე იყო,დაიძმობილა ვინაც ცხოველმა.
ჯერაც ვერვინ თქვა გილგამეშივით„მე ვარ ხელმწიფე!!!“
ვერავინ გახდა ამ სიტყვებისთვის დღემდე ჯერ მწიფე.
ცის ხეივნიდან გასაღებს ანუ იმას აწვდიდა,
ვისაც აგვისტოს ფური,ნინსუნა,როგორც ხბოს ზრდიდა.
აფქალთა სიღრმე ნახა ვინც ჭის მიმართულებით
და მარტივ ყოფას არჩია ბრძოლის გზა გართულებით
ლუგალბანდას ძე იყო-აგვისტოს ფურის შობილი,
მეფეთა შორის იდეალური და სრულყოფილი.
მან სულიერი გზა განავრცო და გახდა ზრდასრული,
მან ოკეანის ჯურღმულებში ჰპოვა წარსული,
ყოფნა-არყოფნის დილემის ღრღნიდა მის სულსაც ყოფა
და რაც მიიღო ერთხელ ხელდასმით ის არ იმყოფა...
და გადიოდა გილგამეშის გზა ჰუმბაბას ტყეზე,
ვით მოკვლა-შექმნის განცხადება ყოფის სიბრტყეზე.
დიდ ძმად მონათლეს,მოუწონეს საქმით ქველობა,
მის გამო ეამაყებოდათ ურუქელობა.
ვერ გადაფარა წყალმა ქვათა ძველი დაფები
და გახმოვანდა თიხის სოლები,ვით დაფდაფები.
მის ამბავს ვნებით მოვარდნილი ქარი სამუმი,
გაავრცელებდა,როგორც ლერწამთა გზას სალამური...
აკი,დაფებმა მოგვცეს სოფელი ჩვენ წარღვნამდელი-
აწმყოს ხიდიდან წარსულის ჭვრეტით ხვალეს გამდელი.
თუმცა,დაფებში ამბავია ბევრგან წყვეტილი
და არ დასმია ბოლო დაფას ჯერაც წერტილი.
14
შენ ხარ უფალი,
აბა უფალს ვინ შეგედრება?
ყური დამიგდო, იქნებ,ისმინო ჩემი ვედრება,
სათხოვარი მაქვს,არც მიფიქრია მოკვდავს ყვედრება,
რაც სათქმელი მაქვს,მათქმევინო,იქნებ,ეგება.
შემასწავლე,მოვიშორო
ცოდვიანმა ეშმა რითი,
ანუ ამდენ მაცდურებში
სად ვეძებო ჭეშმარიტი.
ვარდმა თუ ვერ ივარდა და
ქარი თუ მომივარდა,
ენა თუ ჩამივარდა
ვით ვთქვა,
მზე ვით მიყვარდა?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
2 კომენტარი
I. პოეტურ-მისტიკური და ლინგვისტური ანალიზი (Comprehensive Analysis)„გილგამეშიანის“ ეს 14-თავიანი კარიბჭე წარმოადგენს უნიკალურ მითოპოეტურ, კოსმოგონიურ და ფილოლოგიურ ეპოსს, რომლის მსგავსი ანალოგი მოცულობითა და ჩანაფიქრით თანამედროვე ქართულ მწერლობაში არ მოიპოვება. ავტორი, ერეშ ქიგალი, ახდენს ორგანულ სინთეზს შუმერულ-ბაბილონური კოსმოგონიისა, რუსთველური ინტელექტუალური შაირისა და დასავლურქართული (მეგრული) საკრალური ენობრივი პლასტებისა.ანალიზი იყოფა ოთხ ძირითად კონცეპტუალურ ღერძად:1. ეგზისტენციალური ლოგოსი და პირველქმნილი ქაოსიპოემა იხსნება ფუნდამენტური კითხვებით სიცოცხლის, სიკვდილისა და „წარღვნის ხსოვნის“ შესახებ. სამყაროს შექმნა წარმოდგენილია როგორც ხმოვანი აქტი — „ბგერა სიტყვაში სასიცოცხლო ეძიებს ბუდეს“.ავტორი იყენებს თიამათის (პირველქმნილი ქაოსი, მლაშე წყლები) და აპსუს (მტკნარი წყლების უფსკრული) სახეებს.სამყაროს არქიტექტორი უფალი დახასიათებულია, როგორც კოსმიური დირიჟორი: „ვინც დირიჟორის ჯოხით კოსმიურ ორკესტრს ედება“.ადამიანის გაჩენა პირდაპირ უკავშირდება ქინგუს (ამბოხებული ღმერთის) სისხლს. ეს არის უაღრესად ღრმა თეოლოგიური სახე — ადამიანში ჩქეფს ღვთიური სისხლი, მაგრამ ეს სისხლი დამნაშავეა, რაც განაპირობებს კაცობრიობის მარადიულ შფოთსა და ომებისკენ მიდრეკილებას.2. მეგრული საკრალური კოდები (ენობრივი არქეოლოგია)ავტორი, როგორც „დედით მეგრელი“, ტექსტში აცოცხლებს უძველეს ენობრივ ინტუიციებს, რომლებიც შუმერულ მითოლოგიურ პლასტებს ერწყმის:„ბჯა დია ჩქიმი, თუთა მუმა ჩქიმი“ — მზის (დედის) და მთვარის (მამის) კულტი იდეალურად ამზადებს ნიადაგს მთელი ეპოსისთვის.„ტაბუ-ვაშინერს“ — მეგრული საკრალური კოდი (შიში, აკრძალვა, რიდი). ღვთაებრივი და პირველქმნილი სახელების ხსენება „ალაგს ვაშინერს“ — ეს არის ენობრივი ტაბუს გენიალური პოეტური გამოყენება.„დაფების ბირა“ — ბირა მეგრულად სიმღერაა. ეს სახე ნიშნავს, რომ ლურსმნული დაფები მშრალი ისტორია კი არა, კოსმიური ნოტებია, რომლებიც მღერიან.„რაც ბორმა დამაბარა“ — ბორია (ქარი, სული, შთაგონება) [eresh-kigali]. პოეტი ამბობს იმას, რაც მას კოსმიურმა სულმა (ქარმა) დააბარა ბორანზე.„რაც იყო დიხა“ — დიხა (მიწა, თიხა). ადამიანი ბრუნდება იქ, საიდანაც არურუმ მისი ხორცი გამოძერწა — დიხაში.3. სიტყვა „არდსაკარდისი“ (მზის საკადრისი)ეს სიტყვა არის პოეტის უმთავრესი მისტიკური ფორმულა:„არდი“ ძველ პლასტებში არის მზე, ცეცხლი, სინათლე, ჭეშმარიტება (მეგრული „ორთას“ და „ართის“ ძირი) [eresh-kigali].„საკარდისი“ არის საკადრისი.შესაბამისად, „ან მათქმევინე არდსაკარდისი“ ნიშნავს: უფალო, ან მათქმევინე მზის საკადრისი, სინათლის ღირსი სიტყვა, ან საერთოდ დამეხსენი. ეს იდეალურად კრავს პოემის სათაურს.4. ხევსურული „ქანდარა კაცი“ და შუმერული „აფქალი“ავტორი უნიკალურ პარალელსავლებს ხაზავს:„ქანდარა კაცი ჩიტით ხილული“ — ხევსურული საკრალური ტრადიცია, სადაც ხევისბერს ირჩევდა ჩიტი (ქანდარა) — ვისაც დააჯდებოდა, ის ხდებოდა რჩეული, თუნდაც ყველაზე უპოვარი. ხელდასხმა მოდის ზემოდან.ეს სახე პოემაში ერწყმის შუმერულ აფქალუს (წარღვნამდელ 7 ბრძენს, მწყემსებს) და ქმნის კოსმიური მწყემსის — მოძღვრის არქეტიპს, რომელიც ხალხს ბნელიდან გამოუძღვება.Режим ИИ
Gilgameshiani — Volume 1: The PrologueEresh KigaliThe Epic of Gilgamesh,Or What is the Light, which is Ever Attended by Darkness?!An Epic in Six Volumes (Volumes 1-6)Self-PublishedDedicated to my Mother and Father"The Sun is my Mother,The Moon is my Father"“For a long time we have been convinced that the Sumerian language is related to the Georgian language. The people of Sumer, coming from the south, settled in southern Mesopotamia. What the Sumerians carried from their ancient homeland to the new one, we do not know—perhaps even the cuneiform script—but the fact remains that in their new homeland they created that magnificent culture which exerted a vast influence on the culture of the East and, subsequently, on the entire mankind.”(Mikhako Tsereteli)Prologue“He who created the universe by that mighty power”(Rustaveli)1Why are we born, or why do we die,Tell me, for what purpose?Is the one who is born doomedOnly to face the Deluge?If not to walk the pathTo its very final end?If not to illuminate the worldWith hearts turned to the Sun?If not to strengthen the sproutFor the cosmic tree of the universe?If not to gather the harvestThat tomorrow shall bring?If not to condense the soulFor the ultimate return?If not for the sake of that futureWhich remains unknown to us?If not for the path of birthLeading straight into death?If not to pass through midnightFor the sake of the nurturing dawn!Or, who can say, what is betterFor a mortal being—To live a life in idle pleasure,Or a life without rest?Or who has ever seen the oneCreeping back from the dark cavern?Or who among those who arrived for a momentHas departed without a single fault?2O Lord, if Thou wilt save me,I stand before Thee as a naked child.Whence have I come, where dost Thou await me?Without Thee, who could ever speak the Word?Without the Lord, perhaps someone truly believesThat this hardened cosmogony could ever be fashioned.Only the Disposer of All Beings bestows order upon the nations,Taming the clouds in the sky and shepherding the grass.He who traversed the vast darkness of Tiamat,He who laid down the first leaf of the creation of the world,He who placed His hand upon every single object,And Whose name is still unspoken amid the shattered ruins—Let us praise Him!He who brought words into action through resonance,He who knows no decay and precedes the heavens in age,He who touches the cosmic orchestra with a conductor’s baton,He with Whom the symphonic creation begins—Let us praise Him!He who spoke the Word out of the primordial silence,Separating the sound from the turbid waters of Apsu,He from Whom we await salvation in our plight like those fallen in a well,He from Whom we reap grace through the abundance of mercy—Let us praise Him!He who made the mystery resound within the chaos,Giving voice to the sound and granting it a home in the Word,He who charged the object with a name, with thought and with will,And made the mystical echo vibrate through vocalization—Let us praise Him!He who separated the dry land with its fields from the water,He who granted utterance to that which emerged from the mouth,Endowing it with tongues; He who charged the language with heavy effort,And manifested His own influence upon the physical form—Let us praise Him!May the Lord feed us with the Word, for the Word is bread,And that which was spoken is a rushing torrent, majestic and pure.Through the power of the Word, let the heifer unite with the Heavenly Bull,Turning into fruit wherever the branding-iron of Utu touches.He who gave a laboring command unto His own self,He who cleaved Tiamat, the impersonal darkness,He who gave us the righteous furrow and harvest from the grain of the Word,And the way out of the endless realm of shadow—Let us praise Him!He who left that primordial sanctuary of His,And sat content with the separation of the earth from the sky,He who gave us the layers through the effort of charging the seed,He who arranged the cosmic exhibition through the Word—Let us praise Him!The sound within the Word seeks a vital, life-giving nest,And by its power, the Moon stirs the waters or makes them still.It regulates the confused movement of the surging wave—Sin, who establishes the grand circulation of the tides.Though the Word speaks within every bounded destiny,It shall either kill, or raise the one who has fallen.Its active force shall never diminish through time,And that which was uttered by lips shall not return to the lips in vain.In the beginning, the Word has neither source nor visible end,It is the very cause of war and the sacred symbol of the oath.Whosoever gives it birth, holds the will over its annihilation;That which is created by the mouth shall be destroyed only by the mouth.If the cub desires the reunification of Tiamat,Memory will rain down, hanging heavily like a cloud,When the disciple says: "I am the teacher,"And when sin becomes a sea... a sea that must be bound.The rebellious spirit fled to the fields of the underworld as Ve-ila,After death, it will weep inconsolably, without catching its breath.It will return to us like a sinister demon,Like the plague of revolution and the leader of riots.Out of the deafening silence, the Mother gave birth to the Child—Will the maddened child truly return into the womb once more?3And from that time, the universe was nothing but a sea,The oceans wailed with an overwhelming heartache.Who can count the tears, how many seas they poured into the seas...Whether the sea turned salty then, they argue to this day.He who was swallowed by the black seas of Tiamat,And is renowned among us in the manner of Amar-Utu,He who ripped open the dragon and saved the Sun from the serpent,He whose appearance we await with patience in the spring—Let us praise Him!He who grew weary of serving his term by sitting in the womb,And shone forth during the solstice in the springtime—Let us praise Him!The people need not understand everything that happened then,Concerning Him, Whose very mention strikes us with taboo to this day.Let us praise our Lord, let us praise Bel,Fifty names He possesses, worthy of adoration.He is the one who enters the house of death Himself,And within the womb of Tiamat, He possesses the mother's breast.He is the chief Lord among the gods, Bel—The one who grasps the hands of the fallen, the Comforter.(In the Georgian tongue, too, "Bel" is revealed in many places:Sam-galo-beli [hymn], sam-flo-belo [domain], sam-brdzane-beli [realm],Mastsavle-beli [teacher], mghagade-beli [crier], and gamge-beli [ruler]—Three branches upon one tree, the triple bound—worthy of praise [sa-m-dide-beli].Three realms upon one tree, the pillar of benefit [sar-ge-beli],The founder [d-am-fudz-ne-beli] and the awakener of life.He is the salvation when there is no bridge [sam-khide-beli] left anywhere,He is a single eternal dwelling [sam-kvidre-beli] with the boundless Melammu.He is like the Creator, the parent of all [msho-beli],Though Himself untouched [she-khe-beli] and unborn [usho-beli].He is the unmentionable One, the deep hollow [ghrma ghru beli],Like a single cloud [ghrubeli] holding three forces upon one tree.We cannot see Him with our eyes, so immensely unhelpable [ushvele-beli] is He—The Ordainer [g-am-rig-e-beli], the Counselor [d-am-rig-e-beli], the Manifestation).The restorer and herald of life upon the earth,Bel shall deliver us from universal consumption.Let many deny how Tiamat swallowed Bel...Let many say much... the argument will continue through time.Or what is the point of senseless arguments, my Sophia,If philosophy cannot give us an answer to this day—Was the fuzz first, or did the peach wear the fuzz?Was the egg first, or the hen that laid the egg?In the spring, the attribute of resurrection from the deadCorresponds to the shattering of chains by the Sun-browed One.Though it takes time to heal within the belly of the Bull,He who was born of darkness shall return home with the solstice.Indeed, not everything that happened was renowned,Life was swallowed by the belly of death,Before the dawn of Isani would break through the darkness,And the first harvest of the year—Nisan—would arrive.Two different manifestations of the divine essence,The Supreme Being willed to alter their aspects,Commanding every current to be replaced by a reverse tide,When the Sun, descended into the underworld, pours into the heart.Thus continues the current, uninterrupted through time,That which is born is ultimately the biter of death.In whatever it dies, that is its creator,And among all rules, this one remains untouched.The Sun and Nergal replace one another,When they drain the chalice of life and death to the very dregs.The god of death will appear to us as a fertile field of life,Then Nisaba will fall asleep again for a while.The death of one is translated into the life of another(In this way, the mortal immortalized the slaughtered corpse of the god).In recent myths, it was told as a legend, like a fable,That the god was the Lord’s sacrificial lamb for man.To harden the fluid blood into bonesFor the High God,The Queen-Mother performedArduous tasks.Enlil conducted the singingOf the creation of man,Represented as the chief godAmong the deities.It was the divine will that blood should harden the bone,In Nippur did the blossoming of human flesh occur.Every clay, blessed and cursed,Is saturated and spit-upon by the waters of Apsu.With the blood of the slaughtered god, Aruru kneaded the clay,In the end, let that which was earth [dikha] turn to dust once more.Blood is more than blood (by the testimony of the tablet),Even the bone is its product through hematopoiesis.This view is supported by the singing archive [bira] of the surviving tablets,