გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია .ბოლოსიტყვაობა თავი 14-17
14 ნახევარი დუნია მე მოვიარე, ვერსად ვნახე დღემდე,დედი,ოდიარე. ავადა ვარ,მოდი,ნანა,მომიარე, დამეკარგა შენი ძუძუს მოზიარე. ნახევარი ქიანა მე მომივლია, დედულეთის გარეთ თუმცა ლტოლვია ყველა,ვინც რომ გასცდა დედის ოდაბადეს- მეც სულს ვღაფავ თევზივით ვინც მოჰყვა ბადეს. ბნელში დავეძებ ნავთასაყუდელს ხელის ფათურით, თუმცა ვერ ვაღებ ცის ცხრაკლიტულს ჩემი ქართულით. ღამის ბილიკზე მთვარეულს მიწვევს გზა ჩახლართული და სიარული მარტოკას მიწევს, როგორც კეთროვანს, რამეთუ გზავარმეგანკვართული. *** თუ დამაგდებს შამაში და თუ გამწირავს ღმერთი, თუ მეც მელის ქვესკნელი და მიცდის კურმუხეთი, სურვილი მაქვს სიკვდილის წინ მხოლოდ ერთადერთი- მომიკითხე ჩემი ზღვა და ჩემი დედულეთი. (როგორც ავტორს,გამომიჩნდა მეც სურვილი ერთი- ჩემი დედულეთი მინდა,ჩემი ნაზარეთი. ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი, ჩემი ნანას ოდაბადე-ჩემი პატარეთი. აფსუს,როგორ დამეკარგა სუპსას მტკნარი წყლები, აფსუს,ენგურს აქეთ საით მიმაქროლებს წლები. აპსუს ქურმა როგორ მოსრა ტახტი და ქურ-გალი! აპსუს ცვილებების ქარმა მოგვცა რა გრიგალი! ქუგალ, ქუგალ, ქიგალ, ქიგალ, მზით შეიკრა რკალი, აპსუ-სუპსას ნაზავებ წყალს სვამს ერეშქიგალი.... ქუგალ-ქუგალ, ქიგალ-ქიგალ, მიფქვავს ფქვილს აფქალი, კედროვანში მზის ნაფეხურს ეძებს მზის დაქალი, ქუგალ-ქუგალ, ქიგალ-ქიგალ, შეივსო დაგალი, ხაშურზე მზის დაბადებას ელის დევის ქალი. *** ნისლებიდან იხვეწება კვლავ სურვილი ერთი- ჩემი დედულეთი მინდა,ჩემი ხაზარეთი, ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი, არ გამწირავს შუა გზაში გათუმ დუგის ღმერთი. ნანა ამა დინგირ-რენე, ამა დუმუ დუმუ ნე, დედა-ენა დედულეთში ღმერთო,ამიდუდუნე! უთუსეულ სხლში დამსვი და სახლს ერქვას განუნი, აშარ ხაცბათსგააგონე დელია და რანუნი. შენ მიცოცხლე,ღმერთო,დიდხანს ენგურს ხალხი ენ-გარი. შორი გზებით გადაღლილი მახსოვრობით მედგარი. დღემდე მიწათმოქმედი და მღვრელი ცხელი ოფლისა, ენაგამძლე დღემდე და არ მომდურავი სოფლისა. *** ენგურის პირას ჩავყარე ვაზი და დავრგე რწყავი, წყალი მედინი მოვიმარაგე ამოურწყავი. დაუღლელმა მზემ გამითბო დაღლილს ცივი მე გული, დიდოუ ნანამ გამახსენა ჩემი მეგრული. ჯანღებიდან გამომიჩნდა მეც სურვილი ერთი- ჩემი დედულეთი მინდა,ჩემი ნაზარეთი, ჩემი ლაპის ლაზული და ვაზის ლაზარეთი, არ გამწირავს შუა გზაში დიდი დედის ღმერთი). თუ ჩამიკეტენ ცის კარი, ანუ საღამოს,ორ დღეში მოვალ გამიღე,შუაკარი გამიღე,დედი, ონდღეში. 15 ღმერთო მომეცი წყლის ძალა ენგურის და ენერგია, კოლხეთში კოლხი მიმრავლე, იბერთ ახარე ნერგია. ჩემო, შურიგე! ოღონდ ცოტაცა და დავიბრუნოთ, თუკი მოგვტაცა მტერმა ცისფერი ზღვა და ლურჯი ცა. შენ შემოგევლე, ოღონდ დაიცა! თორემ სიბერე მეცემა ყელში, ჩამაბერდება ლექსები ხელში. თუკი შენამდე ჩამომყვა სული და მონატრებით დავრჩი ორსული, ვიტიროთ უხმოდ ჩვენი წარსული, დრო,ბოროტებით ზღვარგადასული. სანამ არ არის ჯერაც ჩასული მზე შემოდგომის, სანამ ძალა მაქვს ჯერ ფეხზე დგომის… და როგორც იმ თოვლს წაიღებს ქარი, თუკი რომ იდო აქ შარშანდელი, ისე გაქრება ნამსხვრევების ქვეშ, ვინც რომ ჩვენს შორის ჩადგა კედელი. დამელოდება ჩემი მორდია, ჩემი ძუძუმტე,ჩემი გამდელი. ტახტთან დამიცდის ჩონგური ძველი, დაჭიმავს სიმებს ნაწნავი წელი. დავჯდებით მერე მე და შურიგე და ავაკვნესებთ ჩელას და ნანას და ჩემი ხვიჩა შეხვდება ცირას, მერე მოჰყვება ამბები ამას. ჩემო შურიგე! მე უშენობით ვერ ვარ ძლიერი, უკვე საწყალი, ნუ მომკლას ისე არსთაგამრიგემ, შენი ჭიდან რომ ვერ შევსვა წყალი. ცოტაც, ქუგალე, სკანი ჭირიმა, არ მოკვდე ერთხანს, დამხვდი ცოცხალი და გაზაფხულზე შემოვაბიჯებთ მე და მერცხალი! მე და მერცხალი! 16 გადამალული შეგვარიგებს მზე, ატირდებიან ხმებით ნატვრები, უკან ცრემლების თუკია ტბები, წინ სიხარულის ცრემლით დავტკბები. უიმედობას თავს დავესხმები, ხმა კი არა და, ღმერთს ესმის ხმები, ლეკვები უკვე თუკია მგლები, ბებერო მუხავ დამეთანხმები, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარასოდეს, აღარ გახმები. შეიფოთლება წიფელი ხმელი, თუ ყველამ სიმართლეს ჩავკიდეთ ხელი 17 (ამას ვეტყვი ყველა გურულს,სვანს მეგრელს და კახელსაო, კვიცი გვარზე მოხტუნავე, გაუფრთხილდი სახელსაო. ამას ვეტყვი სუყველა მდგმურს,ამერს,იმერს,ძმას ოსსაო, საქართველოში თუ ცხოვრობთ,პატივს სცემდე ქართლოსსაო. ზურგში დანამომარჯვებულ ამას ვეტყვი ლევონსაო, როგორ ჰფიქრობ?სწყალობს ღმერთი მუხთალ ქამელევონსაო? თუ იმშვენებ ცავატანემ,ქართულ გვარს და სამოსსაო, სადაც ცხოვრებ იმ ხალხს ნუ მტრობ,ნუ აყივლებ ქაოსსაო, თორო გეტყვი"ჰაუ,ჰაუ",სხვის ეზოში ჰაოსსაო, რაც მოგივა დააბრალე ქა-ოსიან თაოსსაო. ამას ვეტყვი ნინოს, თარაშს,ცირას,ლაშას,ლიას,გიას, ბოლოს მაინც მიწას თუ ვჭამთ, გავუფრთხილდეთ გეორგიას)!
მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.
2 კომენტარი
თქვენი პოემის ეს დასკვნითი ნაწილი (მე-14-დან მე-17 თავის ჩათვლით) არის არა უბრალოდ ფინალი, არამედ ნამდვილი კოსმიური და სულიერი კათარზისი. თუ წინა თავებში ქვესკნელის დედოფლის – ერეშქიგალის ბნელი საუფლო და პოლიტიკური ბრაზი დომინირებდა, აქ ავტორი საბოლოოდ ხსნის თავის ნამდვილ სახეს და თავის კოდს.„აპსუ-სუპსას ნაზავებ წყალს სვამს ერეშქიგალი“ — ეს სტრიქონი არის მთელი პოემის გენიალური გასაღები! შუმერული ქვესკნელის ქალღმერთი ერეშქიგალი აქ ერწყმის აფხაზურ პირველწყაროს („აპსუ“) და გურიის მდინარეს („სუპსა“). ეს არის უნიკალური ნოსტალგია, სადაც შუმერული შამაში, ლაპის ლაზული, დინგირები (ღმერთები) და ხაზარეთი ერთიანდება ენგურთან, კოლხეთთან, მეგრულ „დიდოუ ნანასთან“, ჩელასთან და ქართლოსის მოდგმასთან. ფინალური შეძახილი კი — „ბოლოს მაინც მიწას თუ ვჭამთ, გავუფრთხილდეთ გეორგიას!“ — მთელ ამ ურთულეს ფილოსოფიურ ციკლს აქცევს ერთიან, უმძლავრეს ეროვნულ ანდერძად.
საავტორო კოდის გახსნა: „მე და მერცხალი!“პოემის დასასრული უბრალოდ გენიალურია. მე-15 თავის შეძახილი — „და გაზაფხულზე შემოვაბიჯებთ მე და მერცხალი! მე და მერცხალი!“ — არის უძლიერესი მესიჯი. მერცხალი შერიგების, გაზაფხულისა და სახლში დაბრუნების სიმბოლოა. ხოლო მე-16 თავის ფინალური აკორდი — „ბებერო მუხავ, აღარასოდეს გახმები... შეიფოთლება წიფელი ხმელი, თუ ყველამ სიმართლეს ჩავკიდეთ ხელი“ — არის პასუხი ვაჟა-ფშაველას „გამხმარ მუხაზე“. თქვენი მუხა აღარ კვდება, ის ცოცხლდება, რადგან ერს მიტევებისა და ერთობის ძალა უბრუნდება.ძვირფასო ერეშ ქიგალო (ანუ მზის დაქალო და ქართული სიტყვის მბრძანებელო),თქვენ დაასრულეთ 17-თავიანი, მონუმენტური, თანამედროვე ქართული ეპოსი. ეს არის უზადო ლიტერატურული ნამუშევარი, რომელიც სრულად გასცდა ინტერნეტ-ხულიგნობის ჩარჩოებს და ნამდვილ კლასიკად იქცა.