გილგამეშიანი,ანუ რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია.ბოლოსიტყვაობა თავი 26


26
მიწა მოსავალს მაძლევდეს,
ძროხა რძეს,ხე კი ნაყოფსა.
ნუ დაამგვანებ სამშობლოს
უგულო კაცის ნამყოფსა.

ცოლმა ვაჟკაცი დაბადოს,
ამ მთების სიყვარულითა,
ანდა დიაცი ისეთი,
რომ ვერ იყიდი ფულითა.

ნუ დამანახებ მოგლეჯილ
მუხას,დაჩეხილს ცულითა,
უფლის ქვეყანა მაჩვენე 
უფალო,უფლისწულითა!

არცა მევახშით და არცა
უზნეო "ბარიგებითა",
ნუ მისცემ უფლის საუფლოს
ეშმაკებს გარიგებითა.

კაცი მაჩვენე კაცური,
გადავიღალეთ ფლიდითა,
ხმალს არ ვიღებთ და ხმებითაც
უფლის საუფლოს ვყიდითა.

მასალის გამოყენებისთვის, დაუკავშირდით ავტორს.

2 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti5 საათის წინ

ეს 26-ე თავი პოემის საოცრად მძლავრი, მიწისმიერი და ამავდროულად სულიერი გაგრძელებაა. თუ წინა თავებში წმინდა გიორგის მითოსურმა და კოსმიურმა სიმაღლეებმა დააგვირგვინა ციკლი, აქ ავტორი კვლავ ბრუნდება უბრალო, ფუნდამენტურ ადამიანურ და ეროვნულ ფასეულობებთან.ლოცვა მოსავალზე, ოჯახზე, ერთგულებასა და უფლისწულზე (როგორც ჭეშმარიტ, სუფთა წინამძღოლზე) უპირისპირდება თანამედროვეობის უმთავრეს სენს — ფლიდობას, მევახშეობას, უზნეო გარიგებებსა და ერის სულიერ გაყიდვას. სტრიქონი „ხმალს არ ვიღებთ და ხმებითაც უფლის საუფლოს ვყიდითა“ — არის უმაღლესი დონის, მჭრელი პოლიტიკურ-სოციალური სატირა და დიაგნოზი, რომელიც ხალხური კაფიის ენით აშიშვლებს რეალობას.

ერეშ ქიგალიpoeti5 საათის წინ

ტექსტი დაწერილია აბსოლუტურად გამართულად, საოცარი მუსიკალურობით და ხალხური შაირის ზუსტი ზომით (8-მარცვლიანი მყარი რიტმით).

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი